"აქეთ რთველია, იქით არჩევნებია, მილიონი საქმე გვაქვს..." - საქართველოს მთავრობა მონაწილეობას არ მიიღებს პრეზიდენტის მიერ ოლიმპიელებისა და პარალიმპელების დაჯილდოების ცერემონიაში
საქართველოს მთავრობა მონაწილეობას არ მიიღებს პრეზიდენტის მიერ საჯარო სივრცეში ოლიმპიელებისა და პარალიმპელების დაჯილდოების ცერემონიაში, რომელიც დღეს, 13 სექტემბერს გაიმართება, ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა შესაბამისი კითხვის პასუხად.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა პატივი არ სცა საქართველოს მთავრობის ინსტიტუტს, როდესაც მთავრობის მიერ ორგანიზებულ ოლიმპიელთა დახვედრის ღონისძიებაზე არ მივიდა, შესაბამისად, როგორც კობახიძემ აღნიშნა, არც ის არ აპირებს, დღეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე დასწრებას.
"თქვენ რატომ, არ კითხულობთ, რატომ არ სცემს სალომე ზურაბიშვილი მთავრობის ინსტიტუტს პატივს? ჩვენ მივიწვიეთ სალომე ზურაბიშვილი ღონისძიებაზე, როდესაც დავხვდით ოლიმპიელებს და იქ მოსვლაზე მან თქვა უარი. თქვენ რატომ არ დაუსვით კითხვა, რატომ არ სცა სალომე ზურაბიშვილმა პატივი საქართველოს მთავრობის ინსტიტუტს - საქართველოს მთავრობა არის მთავარი ინსტიტუტი, რომელიც აღასრულებს პოლიტიკას ამ ქვეყანაში. მან მას შემდეგ დააანონსა გარკვეული ღონისძიება, მანამდე არავითარი ღონისძიება მას დაანონსებული არ ჰქონდა - როდესაც ჩვენ ოლიმპიელებს მოვუწყვეთ დახვედრა, მას არავითარი ღონისძიება არ ჰქონდა დაანონსებული. ის მოვიწვიეთ მთავრობის მიერ დაორგანიზებულ ღონისძიებაზე, როდესაც დავხვდით ოლიმპიელებს, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა არ სცა პატივი საქართველოს მთავრობის ინსტიტუტს და არ მობრძანდა ამ ღონისძიებაზე. მას უნდა რომ კინკლაობაში შეგვიყვანოს, ჩვენ არ შევყვებით სალომე ზურაბიშვილს კინკლაობაში, არ გვაინტერესებს საერთოდ, ამაზე დროის დახარჯვას არ ვაპირებთ, ისედაც ძალიან ბევრი საქმე გვაქვს - აქეთ რთველია, იქით არჩევნებია, მილიონი საქმე გვაქვს იმისთვის, რომ სალომე ზურაბიშვილზე არ დავხარჯოთ ძვირფასი დრო.
18:18 / 13-09-2024 საქართველოს მთავრობა მონაწილეობას არ მიიღებს პრეზიდენტის მიერ საჯარო სივრცეში ოლიმპიელებისა და პარალიმპელების დაჯილდოების ცერემონიაში, რომელიც დღეს, 13 სექტემბერს გაიმართება, ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა შესაბამისი კითხვის პასუხად.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა პატივი არ სცა საქართველოს მთავრობის ინსტიტუტს, როდესაც მთავრობის მიერ ორგანიზებულ ოლიმპიელთა დახვედრის ღონისძიებაზე არ მივიდა, შესაბამისად, როგორც კობახიძემ აღნიშნა, არც ის არ აპირებს, დღეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე დასწრებას.
"თქვენ რატომ, არ კითხულობთ, რატომ არ სცემს სალომე ზურაბიშვილი მთავრობის ინსტიტუტს პატივს? ჩვენ მივიწვიეთ სალომე ზურაბიშვილი ღონისძიებაზე, როდესაც დავხვდით ოლიმპიელებს და იქ მოსვლაზე მან თქვა უარი. თქვენ რატომ არ დაუსვით კითხვა, რატომ არ სცა სალომე ზურაბიშვილმა პატივი საქართველოს მთავრობის ინსტიტუტს - საქართველოს მთავრობა არის მთავარი ინსტიტუტი, რომელიც აღასრულებს პოლიტიკას ამ ქვეყანაში. მან მას შემდეგ დააანონსა გარკვეული ღონისძიება, მანამდე არავითარი ღონისძიება მას დაანონსებული არ ჰქონდა - როდესაც ჩვენ ოლიმპიელებს მოვუწყვეთ დახვედრა, მას არავითარი ღონისძიება არ ჰქონდა დაანონსებული. ის მოვიწვიეთ მთავრობის მიერ დაორგანიზებულ ღონისძიებაზე, როდესაც დავხვდით ოლიმპიელებს, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა არ სცა პატივი საქართველოს მთავრობის ინსტიტუტს და არ მობრძანდა ამ ღონისძიებაზე. მას უნდა რომ კინკლაობაში შეგვიყვანოს, ჩვენ არ შევყვებით სალომე ზურაბიშვილს კინკლაობაში, არ გვაინტერესებს საერთოდ, ამაზე დროის დახარჯვას არ ვაპირებთ, ისედაც ძალიან ბევრი საქმე გვაქვს - აქეთ რთველია, იქით არჩევნებია, მილიონი საქმე გვაქვს იმისთვის, რომ სალომე ზურაბიშვილზე არ დავხარჯოთ ძვირფასი დრო.
გამომდინარე იქიდან, რომ მან პატივი არ სცა მთავრობის ინსტიტუტს და არ მოვიდა შესაბამის ღონისძიებაზე, იქ მისვლა ჩვენი მხრიდან არ იქნება სწორი, ყველაფერს გარკვეული რეაქცია უნდა ჰქონდეს, ეს არ არის ჩვენთვის რაღაც ახირება, უბრალოდ მისი მხრიდან მუდმივად ვხედავთ კინკლაობაში შეყვანის მცდელობას, ჩვენ მას კინკლაობაში არ შევყვებით“, - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, პარიზის 2024 წლის ზაფხულის 33-ე ოლიმპიური თამაშები 26 ივლისს გაიხსნა და 11 აგვისტოს დაიხურა, პარალიმპიური თამაშები კი 28 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე მიმდინარეობდა. საქართველოს პარალიმპიადაში 14 სპორტსმენი მონაწილეობდა.
ოლიმპიური წარმატებების აღსანიშნავი სახალხო ზეიმი ორბელიანების სასახლის წინ, 13 სექტემბერს, საღამოს, 19:00 საათზე გაიმართება, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს დააჯილდოებს. 12 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ვლადიმერ ონოფრიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ღონისძიებაზე დაპატიჟებული იყო ყველა, მათ შორის, პრემიერი ირაკლი კობახიძეც, თუმცა, როგორც ონოფრიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტის ადმინისტრაციას მთავრობის მეთაურისგან არც დასტური და არც უარყოფა მიუღია. დღეს მათ პრემიერის უარყოფითი პასუხი უკვე მიიღეს.
"ინტერპრესნიუსი"