"აქეთ რთველია, იქით არჩევნებია, მილიონი საქმე გვაქვს..." - სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ი­ღებს პრე­ზი­დენ­ტის მიერ ოლიმ­პი­ე­ლე­ბი­სა და პა­რა­ლიმ­პე­ლე­ბის და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ში - კვირის პალიტრა

"აქეთ რთველია, იქით არჩევნებია, მილიონი საქმე გვაქვს..." - სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ი­ღებს პრე­ზი­დენ­ტის მიერ ოლიმ­პი­ე­ლე­ბი­სა და პა­რა­ლიმ­პე­ლე­ბის და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ში

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ი­ღებს პრე­ზი­დენ­ტის მიერ სა­ჯა­რო სივ­რცე­ში ოლიმ­პი­ე­ლე­ბი­სა და პა­რა­ლიმ­პე­ლე­ბის და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ში, რო­მე­ლიც დღეს, 13 სექ­ტემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა, ამის შე­სა­ხებ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და შე­სა­ბა­მი­სი კი­თხვის პა­სუ­ხად.

მისი თქმით, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა პა­ტი­ვი არ სცა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ინ­სტი­ტუტს, რო­დე­საც მთავ­რო­ბის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ოლიმ­პი­ელ­თა დახ­ვედ­რის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე არ მი­ვი­და, შე­სა­ბა­მი­სად, რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა, არც ის არ აპი­რებს, დღეს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დას­წრე­ბას.

"თქვენ რა­ტომ, არ კი­თხუ­ლობთ, რა­ტომ არ სცემს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი მთავ­რო­ბის ინ­სტი­ტუტს პა­ტივს? ჩვენ მი­ვიწ­ვი­ეთ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, რო­დე­საც დავ­ხვდით ოლიმ­პი­ე­ლებს და იქ მოს­ვლა­ზე მან თქვა უარი. თქვენ რა­ტომ არ და­უს­ვით კი­თხვა, რა­ტომ არ სცა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა პა­ტი­ვი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ინ­სტი­ტუტს - სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა არის მთა­ვა­რი ინ­სტი­ტუ­ტი, რო­მე­ლიც აღას­რუ­ლებს პო­ლი­ტი­კას ამ ქვე­ყა­ნა­ში. მან მას შემ­დეგ და­ა­ა­ნონ­სა გარ­კვე­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა, მა­ნამ­დე არა­ვი­თა­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა მას და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი არ ჰქონ­და - რო­დე­საც ჩვენ ოლიმ­პი­ე­ლებს მო­ვუ­წყვეთ დახ­ვედ­რა, მას არა­ვი­თა­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა არ ჰქონ­და და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი. ის მო­ვიწ­ვი­ეთ მთავ­რო­ბის მიერ და­ორ­გა­ნი­ზე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, რო­დე­საც დავ­ხვდით ოლიმ­პი­ე­ლებს, თუმ­ცა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა არ სცა პა­ტი­ვი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ინ­სტი­ტუტს და არ მობ­რძან­და ამ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე. მას უნდა რომ კინ­კლა­ო­ბა­ში შეგ­ვიყ­ვა­ნოს, ჩვენ არ შევ­ყვე­ბით სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს კინ­კლა­ო­ბა­ში, არ გვა­ინ­ტე­რე­სებს სა­ერ­თოდ, ამა­ზე დრო­ის და­ხარ­ჯვას არ ვა­პი­რებთ, ისე­დაც ძა­ლი­ან ბევ­რი საქ­მე გვაქვს - აქეთ რთვე­ლია, იქით არ­ჩევ­ნე­ბია, მი­ლი­ო­ნი საქ­მე გვაქვს იმის­თვის, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­ზე არ დავ­ხარ­ჯოთ ძვირ­ფა­სი დრო.

18:18 / 13-09-2024 სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ი­ღებს პრე­ზი­დენ­ტის მიერ სა­ჯა­რო სივ­რცე­ში ოლიმ­პი­ე­ლე­ბი­სა და პა­რა­ლიმ­პე­ლე­ბის და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ში, რო­მე­ლიც დღეს, 13 სექ­ტემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა, ამის შე­სა­ხებ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და შე­სა­ბა­მი­სი კი­თხვის პა­სუ­ხად.

მისი თქმით, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა პა­ტი­ვი არ სცა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ინ­სტი­ტუტს, რო­დე­საც მთავ­რო­ბის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ოლიმ­პი­ელ­თა დახ­ვედ­რის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე არ მი­ვი­და, შე­სა­ბა­მი­სად, რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა, არც ის არ აპი­რებს, დღეს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დას­წრე­ბას.

"თქვენ რა­ტომ, არ კი­თხუ­ლობთ, რა­ტომ არ სცემს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი მთავ­რო­ბის ინ­სტი­ტუტს პა­ტივს? ჩვენ მი­ვიწ­ვი­ეთ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, რო­დე­საც დავ­ხვდით ოლიმ­პი­ე­ლებს და იქ მოს­ვლა­ზე მან თქვა უარი. თქვენ რა­ტომ არ და­უს­ვით კი­თხვა, რა­ტომ არ სცა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა პა­ტი­ვი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ინ­სტი­ტუტს - სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა არის მთა­ვა­რი ინ­სტი­ტუ­ტი, რო­მე­ლიც აღას­რუ­ლებს პო­ლი­ტი­კას ამ ქვე­ყა­ნა­ში. მან მას შემ­დეგ და­ა­ა­ნონ­სა გარ­კვე­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა, მა­ნამ­დე არა­ვი­თა­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა მას და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი არ ჰქონ­და - რო­დე­საც ჩვენ ოლიმ­პი­ე­ლებს მო­ვუ­წყვეთ დახ­ვედ­რა, მას არა­ვი­თა­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა არ ჰქონ­და და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი. ის მო­ვიწ­ვი­ეთ მთავ­რო­ბის მიერ და­ორ­გა­ნი­ზე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, რო­დე­საც დავ­ხვდით ოლიმ­პი­ე­ლებს, თუმ­ცა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა არ სცა პა­ტი­ვი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ინ­სტი­ტუტს და არ მობ­რძან­და ამ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე. მას უნდა რომ კინ­კლა­ო­ბა­ში შეგ­ვიყ­ვა­ნოს, ჩვენ არ შევ­ყვე­ბით სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს კინ­კლა­ო­ბა­ში, არ გვა­ინ­ტე­რე­სებს სა­ერ­თოდ, ამა­ზე დრო­ის და­ხარ­ჯვას არ ვა­პი­რებთ, ისე­დაც ძა­ლი­ან ბევ­რი საქ­მე გვაქვს - აქეთ რთვე­ლია, იქით არ­ჩევ­ნე­ბია, მი­ლი­ო­ნი საქ­მე გვაქვს იმის­თვის, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­ზე არ დავ­ხარ­ჯოთ ძვირ­ფა­სი დრო.

გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ მან პა­ტი­ვი არ სცა მთავ­რო­ბის ინ­სტი­ტუტს და არ მო­ვი­და შე­სა­ბა­მის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, იქ მის­ვლა ჩვე­ნი მხრი­დან არ იქ­ნე­ბა სწო­რი, ყვე­ლა­ფერს გარ­კვე­უ­ლი რე­აქ­ცია უნდა ჰქონ­დეს, ეს არ არის ჩვენ­თვის რა­ღაც ახი­რე­ბა, უბ­რა­ლოდ მისი მხრი­დან მუდ­მი­ვად ვხე­დავთ კინ­კლა­ო­ბა­ში შეყ­ვა­ნის მცდე­ლო­ბას, ჩვენ მას კინ­კლა­ო­ბა­ში არ შევ­ყვე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, პა­რი­ზის 2024 წლის ზა­ფხუ­ლის 33-ე ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი 26 ივ­ლისს გა­იხ­სნა და 11 აგ­ვის­ტოს და­ი­ხუ­რა, პა­რა­ლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი კი 28 აგ­ვის­ტო­დან 8 სექ­ტემ­ბრამ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. სა­ქარ­თვე­ლოს პა­რა­ლიმ­პი­ა­და­ში 14 სპორ­ტსმე­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

ოლიმ­პი­უ­რი წარ­მა­ტე­ბე­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვი სა­ხალ­ხო ზე­ი­მი ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლის წინ, 13 სექ­ტემ­ბერს, სა­ღა­მოს, 19:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა, რო­მელ­ზეც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი ოლიმ­პი­ე­ლებ­სა და პა­რა­ლიმ­პი­ე­ლებს და­ა­ჯილ­დო­ებს. 12 აგ­ვის­ტოს, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ვლა­დი­მერ ონოფ­რიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და, რომ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი იყო ყვე­ლა, მათ შო­რის, პრე­მი­ე­რი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეც, თუმ­ცა, რო­გორც ონოფ­რიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის­გან არც დას­ტუ­რი და არც უარ­ყო­ფა მი­უ­ღია. დღეს მათ პრე­მი­ე­რის უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი უკვე მი­ი­ღეს.

"ინტერპრესნიუსი"