"ქართული ფეხბურთი მოდაშია... ყურადღება კიტეიშვილს მიაქციეთ" - რას წერს The Guardian-ი ? - კვირის პალიტრა

"ქართული ფეხბურთი მოდაშია... ყურადღება კიტეიშვილს მიაქციეთ" - რას წერს The Guardian-ი ?

პოპულარულმა ბრიტანულმა "გარდიანმა" "შტურმის" ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ჩემპიონთა ლიგის მომავალ გათამაშებაში იმ რვა ფეხბურთელს შორის დაასახელა, რომლებიც ნაკლებად ცნობილები არიან და რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციონ.

"ქართული ფეხბურთი ევროპირველობისა და ერთა ლიგაზე გასულ შაბათს ჩეხეთის 4:1 განადგურების შემდეგ მოდაში შემოვიდა. ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძე გაზეთების სათაურებში გვხვდება, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობას უნივერსალი ოთარ კიტეიშვილი მიიღებს.

ის გასულ სეზონში ავსტრიის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, როდესაც მისმა გუნდმა "ზალცბურგის" ათწლიანი ჰეგემონია დაამხო და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ის მოედანზე ყველგანაა და ახერხებს ბურთით და ბურთის გარეშე დაუღალავად შრომას. "შტურმის" გულშემატკივრები მას აღმერთებენ და ყველა ზეიმობდა, როცა სოლიდურ ხელფასზე კატარში წასვლის ნაცვლად ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი". იხილეთ სრულად