"კარლსრუემ“ "შალკე“ 2:0 მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძის დუბლით დაამარცხა - ვიდეო
მეორე ბუნდესლიგის მეხუთე ტურში"კარლსრუემ“ საკუთარ მოედანზე "შალკე“ 2:0 მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძის დუბლით დაამარცხა.
ზივზივაძე ძლიან აქტიური იყო, ჯერ პირისპირ გავიდა მეკარე იუსტინ ჰეეკერენთან, მაგრამ ვერ გაუტანა, შემდეგ მეტოქესთან ბურთზე ბრძოლაში ყვითელი ბარათი მიიღო. "კარლსრუე“ უპირატესობას ფლობდა, ერთხელ სტუმართა კარი ძელმა იხსნა, პირველი ტაიმის დასასრულს კი ზივზივაძემ ხუთი მცველის გარემოცვაში გამარჯვებული გამოვიდა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. იხილეთ სრულად