"რანინას" ფინალისტის, სანდრო გურგენაძის დედას დაუდგინდა ავთვისებიანი სიმსივნე..." - საზოგადოება 31 წლის ქალის დასახმარებლად ერთიანდება
31 წლის ეკა გეფერიძეს, რომელსაც სიმსივნე დაუდგინა, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. ინფორმაცია ოჯახის წევრების თანხმობით მუსიკალური პროექტის "რანინას" ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა. სწორედ "რანინას" მონაწილე და ფინალისტია ეკას ვაჟი სანდრო გურგენაძე.
"მეგობრებო, მოგმართავთ თხოვნით. "რანინას" ფინალისტის, სანდრო გურგენაძის დედას დაუდგინდა ავთვისებიანი სიმსივნე.
31 წლის ეკა გეფერიძეს, რომელსაც ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი სასწრაფოდ სჭირდება თურქეთში გამგზავრება, გამოკვლევებისა და მკურნალობის დაგეგმვისთვის, რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
ოჯახს არ აქვს შესაძლებლობა ფინანსურად გაუმკლავდეს ამ ყველაფერს, ამიტომ გთხოვთ, ჩვენთან ერთად დაეხმაროთ ჩვენი სანდროს ოჯახს დედის გამოჯანმრთელებაში" - ნათქვამია ინფორმაციაში.
დახმარების მსურველებს თანხის დარიცხვა შეუძლიათ ანგარიშებზე:
საქართველოს ბანკი: #GE06BG0000000602585169
თიბისი ბანკი: #GE78TB7912045068100056
მიმღები: ეკა გეფერიძე