"წელის სპაზმმა გადაადგილება შეუძლებელი გახადა" - როგორია გიორგი ჩაკვეტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც ტრავმა მიიღო და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს? (ვიდეო) - კვირის პალიტრა

"წელის სპაზმმა გადაადგილება შეუძლებელი გახადა" - როგორია გიორგი ჩაკვეტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც ტრავმა მიიღო და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს? (ვიდეო)

ჩემპიონშიფის მეხუთე ტურში „უოტფორდმა“ საკუთარ მოედანზე „ქოვენტრისთან“ მატჩი 1:1 ანგარიშით დაასრულა.

სტუმრები დებიუტში დაწინაურდნენ და კიდევ რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს. მასპინძელთა თითქმის ყველა შეტევა მარცხენა ფლანგიდან მიმდინარეობდა, სადაც თამაშს ჩაკვეტაძე ამწვავებდა. გიორგიმ ანგარიშის გათანაბრების კარგი შანსი ვერ გამოიყენა, შემდეგ კი მის მიერ ჩაწოდებულ ბურთზე ბაიოს მეკარე დოვინმა არ გაატანინა.

მე-80 წუთზე ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

Geo Team-ის ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძე ქოვენთრისთან მატჩის შემდეგ თავს კარგად გრძნობს! Geo Team-ის ინფორმაციით, ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი წელის ტკივილის გამო ვერ გააგრძელა. არანაირი მუხლის დაზიანება, ფეხბურთელს წელის სპაზმი ჰქონდა, რამაც გადაადგილებაც შეუძლებელი გახადა.