"ჰამ­ზას მა­მის მემ­კვიდ­რე­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის ძლი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ამოძ­რა­ვებს" - რა ინფორმაცია ხდება ცნობილი ბინ ლადენის შვილზე, რომელიც მსოფლიოს მკვდარი ეგონა - კვირის პალიტრა

"ჰამ­ზას მა­მის მემ­კვიდ­რე­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის ძლი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ამოძ­რა­ვებს" - რა ინფორმაცია ხდება ცნობილი ბინ ლადენის შვილზე, რომელიც მსოფლიოს მკვდარი ეგონა

ექ­სპერ­ტე­ბის ვა­რა­უ­დობთ, ოსა­მა ბინ ლა­დე­ნის შვი­ლი, ჰამ­ზა ბინ ლა­დე­ნი ცო­ცხა­ლია და "ალ-ქა­ი­დას" ფა­რუ­ლად ხელ­მძღვა­ნე­ლობს. ამ­ბო­ბენ, რომ 34 წლის ჰამ­ზა დრო­ის უმე­ტეს ნა­წილს ატა­რებს ჯა­ლა­ლა­ბად­ში, დე­და­ქა­ლაქ ქა­ბუ­ლი­დან აღ­მო­სავ­ლე­თით.

Mirror- ის მოხ­სე­ნე­ბა­ში ნათ­ქვა­მია: "ჰამ­ზა ბინ ლა­დე­ნი არა მხო­ლოდ ცო­ცხა­ლია, არა­მედ აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი ალ-ქა­ი­დას აღორ­ძი­ნე­ბა­ში - ეს კარ­გად იცი­ან თა­ლი­ბა­ნის ლი­დე­რებ­მა. ისი­ნი მარ­თა­ვენ რე­გუ­ლა­რულ შეხ­ვედ­რებს და იცა­ვენ მას და მის ოჯახს.

მისი მე­თა­უ­რო­ბით, ალ-ქა­ი­და ემ­ზა­დე­ბა მო­მა­ვა­ლი თავ­დას­ხმე­ბის­თვის და­სავ­ლურ ობი­ექ­ტებ­ზე. ჰამ­ზას მა­მის მემ­კვიდ­რე­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის ძლი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ამოძ­რა­ვებს, რაც სიმ­ბო­ლურ და სტრა­ტე­გი­ულ წო­ნას მა­ტებს მის ქმე­დე­ბებს. უფრო მე­ტიც, ჰამ­ზას ძმა, აბ­დუ­ლა ბინ ლა­დე­ნი, კრი­ტი­კულ როლს თა­მა­შობს ამ აღორ­ძი­ნე­ბა­ში“.

ფიქ­რო­ბენ, რომ ამ­ჟა­მად ავ­ღა­ნეთ­ში 21-მდე ტე­რო­რის­ტუ­ლი ქსე­ლი მოქ­მე­დებს - ეს მას მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე დიდ ტე­რო­რის­ტულ წერ­ტი­ლად აქ­ცევს.

„პა­რა­ლე­ლე­ბი არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­სა და 11 სექ­ტემ­ბრის თავ­დას­ხმას შო­რის სა­გან­გა­შოა. ლე­გი­ტი­მუ­რი მთავ­რო­ბის არარ­სე­ბო­ბამ და თა­ლი­ბან­სა და ამ ჯგუ­ფებს შო­რის იდე­ო­ლო­გი­ურ­მა თან­ხვედ­რამ ავ­ღა­ნე­თი ექ­სტრე­მიზ­მის თავ­შე­საფ­რად აქ­ცია." გააგრძელეთ კითხვა