მერაბ დვალიშვილი UFC-ის ჩემპიონია!
ქართველი სპორტსმენი მერაბ დვალიშვილი UFC-ის ჩემპიონია!
"სამშობლო როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა" - სწორედ ამ ემოციური სიტყვებით დაიწყო ქართველი სპორტსმენის მერაბ დვალიშვილის ბრძოლა.
დვალიშვილსა და შონ ომალის შორის შეხვედრას ყველაზე განსაკუთრებულად ალბათ, დვალიშვილის ქართველი გულშემატკივარი ელოდებოდა. ქამრისთვის ის UFC-ის ჩემპიონს, შონ ო'მალის დაუპირისპირდა.
33 წლის დვალიშვილი ქამრისთვის ბრძოლამდე 10-მატჩიანი მოგებათა სერიით მივიდა. მან UFC-ის სამი ყოფილი ჩემპიონი – ჟოზე ალდო, პიტერ იანი და ჰენრი სეხუდო დაამარცხა.
უცხოურ მედიაში და სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავდნენ ბრძოლის სავარაუდო შედეგებს. ერთმანეთს სპორტსმენებიც დაუპირისპირდნენ.
"ის ჩემთვის უბრალოდ მორიგი ოპონენტია. ამ ბრძოლას ნოკაუტით დავასრულებ და "შუგა შოუსთვის" ეს კიდევ ერთი დასამახსოვრებელი მომენტი იქნება. მერაბის გამო თავს ცუდად ვგრძნობ, რადგან ასე ახლოს ქამართან არასდროს ყოფილა და ახლა ჩემს გამო ვერ აიღებს. ოქტაგონზე მერაბს სულელად წარმოვაჩენ. ისე ვცემ, რომ ყველას დამწყები ეგონოს. ამის შემდეგ არც კი ვიცი UFC-ში რამდენი ხანი იქნება", - ამბობდა შონ ო'მალი ბრძოლამდე.
ყველაზე დიდი უარყოფითი დამოკიდებულება კი საზოგადოებაში ო'მალის პოსტმა გამოიწვია:
"ილია, მერაბ, საქართველოში ყველანი უსუსურები ხართ?" - წერდა ო'მალი. მის ამ პოსტს მერაბმაც უპასუხა.
"ჩემი შეურაცხყოფა ერთია - ჩვენ პროფესიონალები ვართ, ყველაფერს ოქტაგონზე გადავწყვეტთ. მაგრამ, შენ უკვე ზღვარი გადაკვეთე. ჩემი ქვეყნის შეურაცხყოფისთვის პასუხს აგებ", - აღნიშნა მერაბმა.
საბოლოოდ კი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი, შონ ო'მალი ქართელმა მებრძოლმა დაამარცხა და ის UFC-ის საჩემპიონო ქამრის მფლობელია.