"რომ შემეძლოს, მამას ვკითხავდი, ნეტავ იქ თეატრი არის?" - რას ამბობდა ზურა ბერიკაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში? - კვირის პალიტრა

"რომ შემეძლოს, მამას ვკითხავდი, ნეტავ იქ თეატრი არის?" - რას ამბობდა ზურა ბერიკაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში?

წაიკითხეთ: "შოკში ვარ, მაინც არ ვუშვებდი ამას... როცა ადამიანი სუნთქავს, რომელიც ძალიან გიყვარს, ცუდს არ უშვებ. იმედს ვებღაუჭებოდი" - რას ჰყვებიან მეგობრები და კოლეგები ზურა ბერიკაშვილზე?

55 წლის ასაკში მსახიობი ზურა ბერიკაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა ახლობლებმა გაავრცელეს. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მიმდინარე წლის იანვარში მსახიობი ზურა ბერიკაშვილი მოულოდნელად ცუდად გახდა, ინფარქტი გადაიტანა და გული საკმაოდ ხანგრძლივი დროით გაჩერდა. მისი მდგომარეობა მძიმე იყო. ის გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში რამდენიმე თვის განმავლობაში მკურნალობდა, მერე საქართველოში ჩამოიყვანეს და ერთ-ერთ კლინიკაში იწვა. ყველაფერი გაკეთდა მისი სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ, სამწუხაროდ, გარდაიცვალა და ბევრი ადამიანი დაამწუხრა.

კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ინსტაგრამ გვერდზე მსახიობის ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ის თეატრზე საუბრობდა და საინტერესო ინსტორიებს იხსენებდა.

ვიდეოს ავტორი სალომე მუმლაძე.