ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა სტიქიას ებრძვის
ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში კოკისპირულმა წვიმებმა მდინარეების ადიდება გამოიწვია და ათასობით სახლი დააზიანა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა დაადასტურა, რომ სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი დაიხრჩო.
პოლონეთის სამხრეთ-დასავლეთ ოპოლეს რეგიონში, გლუხოლაზის მერმა განაცხადა, რომ მდინარე ნაპირებიდან გადმოვიდა და ქალაქი დაიტბორა. მან მოსახლეობას შემაღლებულ ადგილებში თავის შეფარებისკენ მოუწოდა.
ამასთან, ქალაქ კრაკოვში მოსახლეობას, წყალდიდობისგან დაცვის მიზნით, ქვიშის ტომრები შესთავაზეს. პრემიერ დონალდ ტუსკის განცხადებით, სტიქიის გამო, ქალაქ კლოძკოში 1 600 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ჩეხეთში, წყალდიდობის გამო, ევაკუაცია გამოცხადდა და ქვეყნის ჩრდილოეთ რაიონებში 51 000 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. სამხრეთ ბოჰემიის რეგიონში კაშხალი ადიდდა. გარემოს დაცვის მინისტრმა, პეტრ ჰლადიკმა დაზარალებულ მოსახლეობას მოუწოდა, სახლების დასატოვებლად მოემზადონ. იხილეთ სრულად