რუსული ძალების მიერ ხარკოვზე განხორციელებული იერიშის შედეგად მაღალსართულიანი საცხოვრებელი შენობა დაზიანდა და 33 ადამიანი დაშავდა - კვირის პალიტრა

რუსული ძალების მიერ ხარკოვზე განხორციელებული იერიშის შედეგად მაღალსართულიანი საცხოვრებელი შენობა დაზიანდა და 33 ადამიანი დაშავდა

რუსული ძალების მიერ ხარკოვზე განხორციელებული იერიშის შედეგად მაღალსართულიანი საცხოვრებელი შენობა დაზიანდა და 33 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მსოფლიო უკრაინას რუსული სამხედრო თვითმფრინავებისგან და მართვადი ბომბებისგან დაცვაში უნდა დაეხმაროს.

„მსოფლიო რუსული სამხედრო თვითმფრინავებისგან და ათობით მართვადი ბომბისგან დაცვაში უნდა დაგვეხმაროს, რომლებიც ყოველდღიურად კლავენ უკრაინელებს. ეს ტერორი შეიძლება შეჩერდეს. მაგრამ ტერორის შესაჩერებლად, ჩვენ უნდა შევაჩეროთ ძლიერი გადაწყვეტილებების შიში, რომელიც ობიექტურად არის საჭირო. მხოლოდ სიმტკიცეს შეუძლია ამ ომის სამართლიანად დასრულება. სწორედ სიმტკიცე იცავს ყველაზე ეფექტურად ტერორისგან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

"ინტერპრესნიუსი"