მორიგი თავდასხმა დონალდ ტრამპზე? - როგორ გრძნობს თავს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი
უცხოურ მედიაში რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფლორიდაში აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის ახლოს ცეცხლსასროლი იარაღით გაისროლეს. ამჟამად ის უსაფრთხო ადგილას იმყოფება.
"რესპუბლიკური პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი "უსაფრთხოდაა მის სიახლოვეს სროლის შემდეგ". ამის შესახებ მედია ტრამპის სპიკერის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, იარაღით გასროლის პერიოდში ტრამპი გოლფის საერთაშრისო კლუბში იმყოფებოდა და გოლფს თამაშობდა. გასროლის შემდეგ კი ტერიტორია უსაფრთხოების მიხნით დროებით დახურეს. შემთხვევა დაარლოებით 2 საათზე მოხდა.
ერთ-ერთი ამერიკელი ჟურნალისტის ცნობით, სროლა გოლფის კლუბის გარე პერიმეტრზე მოხდა:
"ორმა ადამიანმა ერთმანეთს დამიზნებით ესროლა. ეს არ იყო ტრამპისკენ მიმართული" - წერს ჟუნრალისტი.
შეგახსენებთ, რომ 14 ივლისს პენსილვანიის შტატის ქალაქ ბეტლერში პრეზიდენტობის კანდიდატს დონალდ ტრამპს წინასაარჩევნო შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი.
მიტინგი სულ 5-6 წუთის დაწყებული იყო, ყოფილი პრეზიდენტი ამომრჩევლებს არალეგალურ მიგრაციაზე ესაუბრებოდა, როცა მოულოდნელად რამდენჯერმე ტკაცუნის ხმა გაისმა. ყურში დაჭრილ დონალდ ტრამპს დაცვა გადაეფარა და ტრიბუნიდან მის გაყვანას შეეცადა. თავდამსხმელის ნასროლ ტყვიას მხოლოდ ერთი სანტიმეტრი დააკლდა პრეზიდენტობის კანდიდატის მოსაკლავად. სამიზნე გადარჩა, თუმცა მის უკან მდგომებს არ გაუმართლათ. ტრამპისთვის ნასროლი ტყვია ერთ ამომრჩეველს თავში მოხვდა და იქვე მოკლა, ორი კი დაიჭრა.