ხობში ავტომობილი ამოტრიალდა, დაიღუპა ერთი ადამიანი, ერთი კი დაშავდა - კვირის პალიტრა

ხობში ავტომობილი ამოტრიალდა, დაიღუპა ერთი ადამიანი, ერთი კი დაშავდა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მახვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა და ამოტრიალდა.

შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა, ერთი ადამიანი კი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.