რა უნდა ვიცოდეთ, თუ ძაღლმა გვიკბინა - როდი უნდა გაკეთდეს ტეტანუსის ხსნარი?! - კვირის პალიტრა

რა უნდა ვიცოდეთ, თუ ძაღლმა გვიკბინა - როდი უნდა გაკეთდეს ტეტანუსის ხსნარი?!

ცხოველი, რომელმაც გიკბინათ, შეიძლება ავად იყოს, ამიტომ უნდა მოძებნოთ მისი პატრონი და დაწვრილებით გამოჰკითხოთ აცრების შესახებ. ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანი იქნება რაბიოლოგთან ვიზიტისას. მთავარი შეცდომა, რაც ადამიანებს ნაკბენი ჭრილობების პირველადი (სახლის პირობებში) დამუშავებისას მოსდით, ის არის, რომ ხშირად ჭრილობას სპირტით ან იოდით ამუშავებენ. ეს კი დაუშვებელია.

ძაღლის ნაკბენი აუცილებლად უნდა მოიბანოს წყლითა და საპნით, შემდეგ დაედოს სტერილური სახვევი და დაზარალებული დაუყოვნებლივ წავიდეს ექიმთან. თუნდაც ნაკბენი უმნიშვნელო იყოს, მაინც აჩვენეთ ექიმს და დაწვრილებით მოუყევით, რომელმა ცხოველმა გიკბინათ.

რა არ შეიძლება:

ნაკბენის ამოწოვა; მოწვა; ლახტის დადება.

თუ კბენისას კანი დაზიანდა და სისხლდენა განვითარდა: გააჩერეთ სისხლდენა ჭრილობაზე დაწოლით; გულმოდგინედ მოიბანეთ ჭრილობა საპნითა და წყლით; წაისვით ანტიბაქტერიული მალამო ინფექციის პროფილაქტიკისთვის; შეიხვიეთ სუფთა სახვევით.

თუ ჭრილობიდან სისხლი ისევ მოდის, დააჭირეთ ჭრილობას სტერილური ბინტი ან სუფთა ქსოვილის ნაჭერი სისხლდენის სრულ შეწყვეტამდე და მიმართეთ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.

თუ ტეტანუსის აცრიდან გასულია 5 წელზე მეტი, ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ ტეტანუსის ანატოქსინით აქტიური იმუნიზაცია. ამ შემთხვევაში ანატოქსინის ინიექცია უნდა გაკეთდეს კბენიდან არა უგვიანეს 48 საათის განმავლობაში.

ექიმთან კითხვები გამოგზავნეთ mkurnali.ge-ზე რუბრიკაში - შეკითხვა ექიმს

ექიმი თამარ მამაცაშვილი