"ლო­გი­კუ­რი იქ­ნე­ბა, თუ ივა­ნიშ­ვი­ლის შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა ბო­დი­ში აფხა­ზებ­თან... სა­ქარ­თვე­ლომ უნდა გა­და­ი­ხა­დოს კომ­პენ­სა­ცია, აღი­ა­როს სამ­ხრეთ ოსე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და..." - როგორ ეხმაურებიან რუსები და ოსები ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას? - კვირის პალიტრა

"ლო­გი­კუ­რი იქ­ნე­ბა, თუ ივა­ნიშ­ვი­ლის შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა ბო­დი­ში აფხა­ზებ­თან... სა­ქარ­თვე­ლომ უნდა გა­და­ი­ხა­დოს კომ­პენ­სა­ცია, აღი­ა­როს სამ­ხრეთ ოსე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და..." - როგორ ეხმაურებიან რუსები და ოსები ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას?

ოსუ­რი და რუ­სუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი და პო­ლი­ტი­კუ­რი წრე­ე­ბი აქ­ტი­უ­რად ეხ­მა­უ­რე­ბი­ან პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დამ­ფუძ­ნებ­ლი­სა და სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც 2008 წლის ომის გამო ოსე­ბის­თვის ბო­დი­შის მოხ­დაა სა­ჭი­რო.

RT-ის მთა­ვარ­მა რე­დაქ­ტორ­მა მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ან­მა შე­ა­ქო ივა­ნიშ­ვილს:

"სა­ქარ­თვე­ლო შე­მაშ­ფო­თებ­ლად სა­თა­ნა­დოდ იქ­ცე­ვა. თით­ქოს ხან­გრძლი­ვი "ზა­პო­ის" ან ფსი­ქო­ზის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­ვი­და, რა­საც, ზო­გა­დად, გულ­თბი­ლად მი­ვე­სალ­მე­ბი!”

"ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა “ის­ტო­რი­უ­ლია” და მას თბი­ლი­სის და მოს­კო­ვის ურ­თი­ერ­თო­ბა “ახალ დო­ნე­ზე გა­დაჰ­ყავს”, - თქვა კრემ­ლის კი­დევ ერ­თმა პრო­პა­გან­დის­ტმა, ნა­და­ნა ფრიდ­რიხ­სონ­მა.

"მო­ბო­დი­შე­ბის­თვის მზად­ყოფ­ნა ანად­გუ­რებს იმ შე­გო­ნე­ბებს, რომ­ლი­თაც 16 წელი ქარ­თვე­ლე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბას წამ­ლავ­დნენ, რომ, თით­ქოს­და, რუ­სეთ­მა მო­ახ­დი­ნა აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის ოკუ­პა­ცია,” - და­ა­მა­ტა მან.

"სა­ა­კაშ­ვი­ლის, შე­ვარ­დნა­ძის, გამ­სა­ხურ­დი­ას და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი პო­ლი­ტი­კის აღი­ა­რე­ბა - სამ­ხრეთ ოსე­თის და­ბომბვი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი ბლო­კა­დის­თვის, ადა­მი­ან­თა და­ხოც­ვი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი ზა­რა­ლის­თვის კომ­პენ­სა­ცი­ის გა­დახ­და და, რა თქმა უნდა, ოსუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბა. ამის შემ­დეგ შე­საძ­ლე­ბე­ლია, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი დი­ა­ლო­გი წარ­თმე­ულ ქარ­თულ სა­ხელ­მწი­ფოს­თან“, - წერს სამ­ხრეთ ოსუ­რი "ტე­ლეგ­რა­მარ­ხი" «БОНВ[Ӕ]РНОН».

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ოსე­ბი ძი­რი­თა­დად შემ­დე­გი ში­ნა­არ­სის კო­მენ­ტა­რებს წე­რენ:

"სა­ქარ­თვე­ლომ ბო­დი­შის გარ­და, უნდა გა­და­ი­ხა­დოს მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის­თვის კომ­პენ­სა­ცია, აღი­ა­როს სამ­ხრეთ ოსე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და შემ­დეგ ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ვი­სა­უბ­როთ მე­ზობ­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე""შე­წყვი­ტეთ 1920-იანი წლე­ბის იგ­ნო­რი­რე­ბა. მა­შინ ჩვენ არა­ნაკ­ლებ ვი­ტან­ჯე­ბო­დით“."რას ნიშ­ნავს სა­კუ­თარ თავ­ში ძა­ლის პოვ­ნა? სა­ქარ­თვე­ლომ უნდა აგოს პა­სუ­ხი, რაც გა­ა­კე­თა და აა­ნა­ზღა­უ­როს სამ­ხრეთ ოსეთს და ოსებს მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნი“.ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის "სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის“ გან­ცხა­დე­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ:

"ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მის იდე­ო­ლო­გი­ამ ძა­ლი­ან ბევ­რი ოსუ­რი სის­ხლი და­იღ­ვა­რა, ამი­ტომ უბ­რა­ლოდ ბო­დი­შის მოხ­და საკ­მა­რი­სი ვერ იქ­ნე­ბა. ქარ­თულ­მა მხა­რემ უნდა აღი­ა­როს სამ­ხრეთ ოსი ხალ­ხის მი­მართ ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს პო­ლი­ტი­კის გე­ნო­ცი­დუ­რი ხა­სი­ა­თი, ისე­ვე, რო­გორც სამ­ხრეთ ოსე­თის რეს­პუბ­ლი­კის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა“.

პარ­ტია "ერ­თი­ა­ნი ოსე­თის“ თავ­მჯდო­მა­რემ აცა­მაზ ბი­ბი­ლოვ­მა კი გა­ნა­ცხა­და... გააგრძელეთ კითხვა