"რა ვქნა?! რა ვუყო ამ ტკივილს ?! ამ გაუგებარ სიგიჟეს" - მანანა ბერიკაშვილი ძმას ემშვიდობება
მსახიობ ზურა ბერიკაშვილს დღეს დაკრძალავენ. მსახიობს 15:00 საათზე საბურთალოზე მდებარე ამაღლების ეკლესიიდან გამოასვენებენ.
ძმის გარდაცვალების შემდეგ სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს მანანა ბერიკაშვილი:
"რა ვქნა ?! რა ვუყო ამ ტკივილს ?! ამ გაუგებარ სიგიჟეს" - წერს მანანა ბერიკაშვილი.
ზურა ბერიკაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. 55 წლის ასაკში მსახიობი ზურა ბერიკაშვილი გარდაიცვალა. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მიმდინარე წლის იანვარში მსახიობი ზურა ბერიკაშვილი მოულოდნელად ცუდად გახდა, ინფარქტი გადაიტანა და გული საკმაოდ ხანგრძლივი დროით გაჩერდა. მისი მდგომარეობა მძიმე იყო. ის გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში რამდენიმე თვის განმავლობაში მკურნალობდა, მერე საქართველოში ჩამოიყვანეს და ერთ-ერთ კლინიკაში იწვა. ყველაფერი გაკეთდა მისი სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ, სამწუხაროდ, გარდაიცვალა და ბევრი ადამიანი დაამწუხრა.
ზურა ბერიკაშვილი 1990 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. მას არაერთი საინტერესო როლი აქვს შესრულებული.