"რა ვქნა?! რა ვუყო ამ ტკივილს ?! ამ გაუგებარ სიგიჟეს" - მანანა ბერიკაშვილი ძმას ემშვიდობება - კვირის პალიტრა

"რა ვქნა?! რა ვუყო ამ ტკივილს ?! ამ გაუგებარ სიგიჟეს" - მანანა ბერიკაშვილი ძმას ემშვიდობება

მსა­ხი­ობ ზურა ბე­რი­კაშ­ვილს დღეს დაკ­რძა­ლა­ვენ. მსა­ხი­ობს 15:00 სა­ათ­ზე სა­ბურ­თა­ლო­ზე მდე­ბა­რე ამაღ­ლე­ბის ეკ­ლე­სი­ი­დან გა­მო­ას­ვე­ნე­ბენ.

ძმის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვი­ლი:

"რა ვქნა ?! რა ვუყო ამ ტკი­ვილს ?! ამ გა­უ­გე­ბარ სი­გი­ჟეს" - წერს მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვი­ლი.

ზურა ბე­რი­კაშ­ვი­ლი 55 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. 55 წლის ასაკ­ში მსა­ხი­ო­ბი ზურა ბე­რი­კაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვარ­ში მსა­ხი­ო­ბი ზურა ბე­რი­კაშ­ვი­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლად ცუ­დად გახ­და, ინ­ფარ­ქტი გა­და­ი­ტა­ნა და გული საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი დრო­ით გა­ჩერ­და. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მე იყო. ის გერ­მა­ნი­ის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მკურ­ნა­ლობ­და, მერე სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­იყ­ვა­ნეს და ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში იწვა. ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­და მისი სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, გარ­და­იც­ვა­ლა და ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და­ამ­წუხ­რა.

ზურა ბე­რი­კაშ­ვი­ლი 1990 წლი­დან მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი იყო. მას არა­ერ­თი საინტერესო როლი აქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი.