"ხვალ ანა ანწუხელიძეს უნდა შევხვდე გაკვეთილზე და მისთვის თვალებში ჩახედვის მრცხვენია"
მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ამბობს, რომ გორში, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, გიორგი ანწუხელიძის შვილისთვის თვალებში ჩახედვის სცხვენია.
როგორც ჭოხონელიძემ თქვა, ეროვნული გმირის გოგონა მისი მოსწავლეა.
"ჩვენ თქვენთვის ვიბრძვით, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის. ხვალ ანა ანწუხელიძეს უნდა შევხვდე გაკვეთილზე და მინდა გითხრათ, რომ თვალებში ჩახედვის მრცხვენია.
მრცხვენია, მხოლოდ იმიტომ, რომ თურმე მამამისმა, იმ გმირმა კაცმა, რომელმაც თავი შესწირა თავის სამშობლოს, ამის გამო ჩვენ ბოდიშები უნდა ვუხადოთ მის მკვლელებს. არა, ასე არ იქნება, გამორიცხულია.
ჩვენ ყველა ერთად ვიტყვით ჩვენს სათქმელს, ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ და საქართველოს მომავლისთვის" - თქვა თამრიკო ჭოხონელიძემ გადაცემა "შენი დილის" ეთერში.