"ყველა გოგომ, ვისაც ვხვდებოდი ან ვწერდი, მიმატოვა...“ - რა არის ცნობილი MMA-ის ქართველი მებრძოლის პირად ცხოვრებაზე?
ქართულ სპორტში ოქროს ხანა დგას, ზაფხულის დასაწყისში ჯერ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა გვასახელა და ევროპის ჩემპიონატზე პირველადვე შთაბეჭდავად ითამაშა, შემდეგ კი პარიზის ოლიმპიადაზე არაერთმა ქართველმა მოიპოვა საოცნებო მედალი. სექტემბერის დასაწყისში კი მერაბ დვალიშვილის დრო მოვიდა. MMA-ის მებრძოლის საჩემპიონო თამაშს, 14 სექტემბერს მთელი საქართველო ადევნებდა თვალს.
ლას ვეგასში UFC 306-ზე საჩემპიონო ბრძოლაში ქართველმა მებრძოლმა მოქმედი ჩემპიონი შონ ო'მალი დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონით კატეგორიის ჩემპიონი გახდა.
მერაბ დვალიშვილის ცხოვრების რთულ გზასა და ამერიკულ ოცნებაზე ambebi.ge-ზე არაერთი სტატია გამოქვეყნებულა. 33 წლის ვანელი ბიჭის ამერიკული ოცნება ახდა, თუმცა ის ისევ მარტოა და მისი პირადი ცხოვრების შესახებ უცხოური მედია წერს.
Essentiallysports-ზე ვკითხულობთ, რომ მერაბ დვალიშვილის ცხოვრება გამოწვევების გარეშე არ ყოფილა, განსაკუთრებით კი სასიყვარულო ურთიერთობები. MMA-ს საზოგადოებაში ჭორი გავრცელდა, რომ ერთხელ დვალიშვილი კარიერის მიტოვებას აპირებდა, რათა ქართველ ქალზე ექორწინა. თუმცა, რაღაც მოხდა, რამაც აიძულა აზრი შეეცვალა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ბოლო დრომდე გაურკვეველი რჩებოდა, ვიდრე თვითონ დვალიშვილმა არ გაასაჯაროვა დეტალები.
მერაბ დვალიშვილმა იმ დროზე ისაუბრა, როცა კინაღამ ქართველ გოგონაზე იქორწინადვალიშვილის სიყვარულის ისტორია მის სამშობლოში, საქართველოში დაიწყო. მიუხედავად გარეგნული ბედნიერების და მხიარული ქცევებისა, დვალიშვილი პირად საკითხებში სერიოზული აღმოჩნდა. ერთ მომენტში ის MMA-ს დატოვებასაც კი განიხილავდა, რათა ჩვეულებრივი ცხოვრება გაეგრძელებინა. ფიქრობდა ეშოვა სამსახური, ექორწინა ქართველ ქალზე და ა.შ.