ორსული ლელა კილაძის ახალი ფოტოები "ინსტაგრამიდან"
ლელა კილაძე მეხუთე შვილს ელოდება. ცნობილ სახე მუდმივად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მას კარგი ურთიერთობა აქვს ყოფილ მეუღლეებთან, ყოველ შემთხვევაში მის დაბადების დღეზე სამი ყოფილი ქმარი და ახალი პარტნიორი ესწრებოდნენ.
ლელა კილაძეს ოთხი ქორწინებიდან ოთხი შვილი ჰყავს. ქალი პირველად მაშინ გახდა პოპულარული, როდესაც მაშინდელ თბილისის მერზე გიგი უგულავაზე იქორწინა. ლელასთვის ეს მესამე ქორწინება იყო. უგულავას დაპატიმრებიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ ლელა მასაც დაშორდა და ამჯერად გუკა რჩეულიშვილზე იქორწინა.წყვილს საერთო ქალიშვილი თრინითი შეეძინათ, თუმცა მოგვიანებით გუკა რჩეულიშვილს ოჯახური ძალადობის ფაქტზე უჩივლა და კინოპროდიუსერი დააკავეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, გუკამ ლელას საჯარო მადლობა გადაუხადა და წყვილი შერიგდა, თუმცა რამდენიმე თვეში ცნობილი გახდა, რომ ერთმანეთს დაშორდნენ.
ლელა ახალ შეყვარებულთან, ლიზა ბაგრატიონის ყოფილ ქმართან, გიორგი ცაგარელთან ერთად გამოჩნდა და წელიწადზე მეტია, რაც ერთად არიან. სოციალურ ქსელში აქვეყნებენ საერთო ფოტოებს, სადაც გრძნობებს არ მალავენ.
მართალია, ცაგარელსა და კილაძეს ოფიციალურად არ უქორწინიათ, თუმცა როგორც ფოტოზე ჩანს, ისინი საერთო შვილს ელოდებიან.
ლელა უზიარებს ხოლმე გამომწერებს საკუთარ ფოტოებს და ნახატებს, ამჯერად ახალი ფოტოები განათავსა "ინსტაგრამზე".