"როდესაც ღირსების ნატამალი არ გაგაჩინა, შეიძლება ხაზარაძე და გახარიაც გაერთიანდნენ, გუშინ ერთმანეთისთვის „თვალთხარია“ და „თაღლითი“ იყვნენ, დღეს პარტნიორები იქნებიან - დაავალეს"
როდესაც ღირსების ნატამალი არ გაგაჩინა, მაშინ შეიძლება ხაზარაძე და გახარიაც გაერთიანდნენ. გუშინ, ისინი ერთმანეთისთვის „თვალთხარია“ და „თაღლითი“ იყვნენ, დღეს პარტნიორები იქნებიან , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პრეზიდენტის მიერ "ძლიერ საქართველოსა" და გიორგი გახარიას პარტიას მოლაპარაკებებისთვის ორბელიანების სასახლეში მიწვევს გამოეხმაურა.
მდინარაძის თქმით, “ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ გაერთიანებას სალომე ზურაბიშვილს არავინ ეკითხება.
„ “ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ გაერთიანებას სალომე ზურაბიშვილს არავინ ეკითხება.
როდესაც ღირსების ნატამალი არ გაგაჩინა, მაშინ შეიძლება ხაზარაძე და გახარიაც გაერთიანდნენ. გუშინ, ისინი ერთმანეთისთვის თვალთხარია და თაღლითი იყვნენ, დღეს პარტნიორები იქნებიან. მახსოვს გახარიას გამონათქვამი: „ლელო განაცებას უნდა გადავარჩინო“ . „ლელო“ "განაცდა" მანამ, სანამ „ლელო“ იქნებოდა. „ლელო“ არ ერქვა "განაცებული" რომ იყო.
ხაზარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორი იყო „ნაცების“ მმართველობის პერიოდიდან, მათ რეკეტს ხაზარაძე ხელმძღვანელობდა. რა „ლელო განაცებას უნდა გადავარჩინო“ , რეებს იგონებ? - „ნაცებს“ ლანძღვას და კოალიცია ოთხგან აქვს დალაგებული. ახლა „ნაცების“ კლასტერს უერთდება, მხოლოდ იმიტომ, რომ დაავალეს“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „გახარია საქართველოსთვის: უჭირდა ბარიერის გადალახვა, ამიტომ ცდილობენ, ისინი სხვებს გაუერთიანონ.
„ასე დაავალებენ გვარამიასაც და დიდი შანსია, რომ „ნაცებს“ გაუერთიანდეს. ორი პოლიტიკური პარტია იყო, რომლებიც ბარიერს ეპოტინებოდნენ: ერთია გვარამიას პარტია, მეორე გახარიას პარტია, შესაბამისად, ახლა ცდილობენ, რომ ისინი გაუერთიანონ სხვებს. ერთი გახარიასთან დააწყვილონ, მეორე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იმისათვის, რომ ცოტა მაინც წინ წაიწიოს მათმა რეიტინგმა. ერთ რამეს ვერ ხვდებიან, რომ მანდ მოკლე ჩართვა ხდება ხოლმე. გახარიას და „ლელოს“ ამომრჩეველი სხვადასხვაა და მათ ჰგონიათ, რომ მათი 2 და ამათი 4 პროცენტი არის 6-7-8, სინამდვილეში, შეიძლება ერთმანეთის რეიტინგი შეჭამოს. როგორც ისინი ჭამდნენ ბანკებიდან ხალხის ფულს, ასე იჭმევა პოლიტიკური რეიტინგი, ხაზარაძემ გაითვალისწინოს“, - განაცხადა მდინარაძემ.
"ინტერპრესნიუსი"