"ჩემს საიდუმლოს გაგიმხელთ, ვუყურებ სერიალებს, ვუყურებ ნებისმიერ სერიალს" - პრეზიდენტის გულახდილი ინტერვიუ
გადაცემა "მხოლოდ ლელასთან" წამყვანი, მომღერალი ლელა წურწუმია ინტერვიუს ჩასაწერად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ორბელიანის სასახლეში ესტუმრა.
ერთ-ერთი კითხვა მის ახლანდელ მდგომარეობას ეხებოდა, როგორ ცხოვრობს პრეზიდენტი, რას ფიქრობს ცხოვრების ამ ეტაპზე და რას აპირებს მომავალში- ბებიობის ეტაპზე ვარ, ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღმოჩენაა, რომ ასეთი მშვენიერი ეტაპი შეიძლება იყოს ცხოვრების ბოლოსკენ. ამით ძალიან გახარებული ვარ. ერთი შვილიშვილი მყავს, იმედი მაქვს, რომ კიდევ ბევრი იქნება და მეორეს ველოდებით 26 ოქტომბერს, ასე დანიშნეს. ამიტომ მხოლოდ კარგს ველოდები ამ დღეს.
მან ასევე პატარა "საიდუმლოც" გაამხილა და თქვა, რომ ძალიან უყვარს სერიალების ყურება."ჩემს საიდუმლოს გაგიმხელთ, ვუყურებ სერიალებს, ვუყურებ ღამით, როცა საჭიროა გამოეთიშო. ვუყურებ ნებისმიერ სერიალს, ძალიან ბევრი მაქვს ნანახი. ძალიან მიყვარს ამერიკული სერიალები - House of Cards-ის სტილის. მაგრამ როცა ესენი გამოილევა, მერე ვუყურებ ყველაფერს. უფრო მეტად მიყვარს სერიალები და ნაკლებად ფილმები", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი. გააგრძელეთ კითხვა