დატბორილი ქუჩები და წყალში მოცურავე ავტომობილები - რა კადრები ვრცელდება ავსტრიიდან
ევროპაში ბოლო 2 ათეული წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ წყალდიდობას ებრძვიან. ჩეხეთში, ავსტრიაში, რუმინეთსა და სლოვაკეთში დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა.
ჩეხეთის ქალაქ ლიტოველის 70 პროცენტი დატბორილია. აქ წყლის დონემ 1 მეტრამდე აიწია; პოლონეთის 40-ათასიან ქალაქ ნისაში კი სასწრაფო ევაკუაცია გამოცხადდა. იხილეთ ვიდეო