"მზად ვარ შევხვდე გიორგი გახარიას და მხოლოდ ამის შემდეგ შევხვდეთ პრეზიდენტს - მე გავუგზავნე მას პირადი შეტყობინება შეხვედრის სურვილით" - რას აცხადებს მამუკა ხაზარაძე?
მზად ვარ ნებისმიერ მომენტში შევხვდე გიორგი გახარიას პირადად და მხოლოდ ამის შემდეგ შევხვდეთ პრეზიდენტს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის აღნიშნავს, გიორგი გახარიასთან შეხვედრა, შესაძლოა, დღეს ვერ შედგეს და შესაბამისად, გახარიასთან შეხვედრის გარეშე, პრეზიდენტთან მისვლა უპატივცემლობა იქნებოდა.
„მე „ჩვენ კოალიცია „ძლიერ საქართველოსთან“ ერთად, მზად ვარ გავაკეთო ყველაფერი, რაც შემიძლია იმისათვის, რომ დავასრულო „ქართული ოცნების“ მმართველობა, რომელიც ემსახურება რუსეთს და შევცვალოთ ისინი მთავრობით, რომელიც ემსახურება საქართველოს, რომელიც მიგვიყვანს ევროპული მომავლისკენ. ამიტომ, ვაფასებ პრეზიდენტის მიერ ამ მიზნის ერთიანობის ხელშეწყობის მცდელობას. გუშინ მე განვაცხადე, რომ მზად ვარ გადავდო წარსული საკითხები, პირადად შევხვდე გიორგი გახარიას და განვსაზღვროთ, გვაქვს თუ არა საერთო ხედვა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ერთად ვიმუშაოთ. მე გავუგზავნე მას პირადი შეტყობინება შეხვედრის სურვილით, სამწუხაროდ, ასეთი პირადი ერთი-ერთზე შეხვედრის შესაძლებლობა დღეს ვერ ხერხდება, მიმაჩნია, რომ უპატივცემულობა იქნებოდა, თუკი ჩვენ პრეზიდენტს ერთობლივად შევხვდებოდით, სანამ არ გვექნება კონკრეტული ხედვა ორი დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტის ერთობლივი მუშაობის შესახებ. გვაქვს თუ არა რაიმე საერთო ვალდებულება ევროპული მომავლის მიმართ. მე მზად ვარ ნებისმიერ მომენტში შევხვდე გიორგი გახარიას პირადად და მხოლოდ ამის შემდეგ შევხვდეთ პრეზიდენტს, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს მისი პოზიციის გამო“, - წერს ხაზარაძე.