ვინ არის კიდევ ერთი ქართველი, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომში დაიღუპა
რუსეთ-უკრაინის ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. როგორც სოციალურ ქსელში უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ვანო ნადირაძე წერს, დაღუპული გიორგი როინიშვილია. არსებული ინფორმაციით, ამავე ოპერაციაში დაიჭრა სამი ქართველი მებრძოლი.
ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე 70-მდე ქართველი სამხედრო დაიღუპა.
"ინტერპრესნიუსი"