მედვედევი "ყველა ოხერის" მოსაგერიებლად ემზადება - " ჯონსონები, ბორელები და სხვა რუსოფობიური უწმინდურები, აქტიურად ითხოვენ „რუსეთის სიღრმეში“ დარტყმებს" - კვირის პალიტრა

მედვედევი "ყველა ოხერის" მოსაგერიებლად ემზადება - " ჯონსონები, ბორელები და სხვა რუსოფობიური უწმინდურები, აქტიურად ითხოვენ „რუსეთის სიღრმეში“ დარტყმებს"

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, დასავლეთი ახლაც არანაირად არ ზღუდავს კიევს ნატო-ს პოტენციალის გამოყენებით, რუსეთის სიღრმეში დარტყმაში, რუსეთის ფედერაცია საგულდაგულოდ უნდა მოემზადოს მათ მოსაგერიებლად, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

„ბოლო დროს, ყველა საზიზღარი, ოხერი, როგორიცაა ჯონსონები, ბორელები და სხვა რუსოფობიური უწმინდურები, აქტიურად ითხოვს ნატო-ს პოტენციალის გამოყენებით „რუსეთის სიღრმეში“ დარტყმებს. აშკარაა, რომ ახლაც არ არსებობს შეზღუდვები დასავლეთის მხრიდან მსგავს თავდასხმებზე და ჩვენ საგულდაგულოდ უნდა მოვემზადოთ მათ მოსაგერიებლად“, - აცხადებს მედვედევი.

მისი თქმით, რუსეთს უნდა ახსოვდეს სხვადასხვა დასავლელი სიმახინჯის კრიმინალური მოწოდებები და მოემზადოს შურისძიებისთვის.

"ინტერპრესნიუსი"