"მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაციის პარალელურად, გიული ალასანიასთან ერთად შევხვდი სააკაშვილს გუნდს, რომელიც 26 ოქტომბრის გამარჯვებისათვის ემზადება" - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაციის პარალელურად, გიული ალასანიასთან ერთად შევხვდი სააკაშვილს გუნდს, რომელიც 26 ოქტომბრის გამარჯვებისათვის ემზადება"

მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაციის პარალელურად, გიული ალასანიასთან ერთად შევხვდი სააკაშვილს გუნდს, რომელიც ემზადება 26 ოქტომბრის გამარჯვებისათვის, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

ბარამიძის განცხადებით, „ყველა ერთად 26 ოქტომბერს უარს ვეტყვით სიღარიბეს იზოლაციაში და ავირჩევთ ევროპულ კეთილდღეობას”.

„მოვედით გიული ალასანიასთან ერთად, რათა შევხვდეთ მიშას გუნდს, რომელიც 26 ოქტომბერს დიდი გამარჯვებისთვის ემზადება იმისთვის, რომ საქართველო იყოს აყვავებული, ძლიერი, მშვიდობიანად გამთლიანებული ქვეყანა. ამასთან, ევროკავშირის, ნატო-ს წევრი. ყველანი ერთად 26 ოქტომბერს უარს ვეტყვით სიღარიბეს იზოლაციაში და ავირჩევთ ევროპულ კეთილდღეობას“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

„წიგნი არის ბიოგრაფიული, მაგრამ, ფაქტობრივად, ეხება ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიას. აქ არ არის მხოლოდ საქართველოს ისტორია. საქართველოს ამ წლებში ძალიან დიდი კონტაქტები ჰქონდა და ეს მსოფლიო ისტორიაცაა, ძალიან ბევრი ადამიანია გაცოცხლებული, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ჩვენს წარმატებაში. ვფიქრობ, რომ ეს წიგნი საინტერესოა არა მხოლოდ საქართველოს თვალსაზრისით, არამედ იმის, თუ რა ხდებოდა მთელს მსოფლიოში“, - განაცხადა გიული ალასანიამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.