"საქართველომ ბოდიში უნდა მოიხადოს და სამხრეთ ოსეთს ტერიტორიები დაუბრუნოს" - როგორ ეხმიანება ედუარდ კოკოითი ივანიშვილის განცხადებას? - კვირის პალიტრა

"საქართველომ ბოდიში უნდა მოიხადოს და სამხრეთ ოსეთს ტერიტორიები დაუბრუნოს" - როგორ ეხმიანება ედუარდ კოკოითი ივანიშვილის განცხადებას?

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ყო­ფი­ლი ლი­დე­რი, ედუ­არდ კო­კო­ი­თი ეხ­მი­ა­ნე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას ბო­დი­შის მოხ­დას­თან და­კავ­ში­რე­ბით და "ტე­ლეგ­რა­მის" არხზე წერს, რომ ქარ­თულ­მა მხა­რემ "სამ­ხრეთ ოსეთს" თა­ვი­სი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი უნდა და­უბ­რუ­ნოს"

კო­კო­ი­თის თქმით, ივა­ნიშ­ვი­ლის სი­ტყვე­ბი "მა­მა­ცი გან­ცხა­დე­ბაა", თუმ­ცა დას­ძენს, რომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ არის ქარ­თვე­ლი მი­ლი­არ­დე­რის გულ­წრფე­ლო­ბა­ში.

"ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბის არსში ახა­ლი არა­ფე­რია. მე 2008 წლი­დან ვამ­ბობ, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი და მისი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო კრი­მი­ნა­ლე­ბი არი­ან. ისი­ნი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ი­სა­ჯონ. მცდე­ლო­ბაა, რომ ყვე­ლა­ფე­რი უტვი­ნო სა­ა­კაშ­ვილს და აშშ-ს და­აბ­რა­ლონ, რე­ა­ლუ­რად პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა მთელ სა­ქარ­თვე­ლოს, რო­მელ­მაც დათ­მო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და გახ­და აშშ-ისა და კო­ლექ­ტი­უ­რი და­სავ­ლე­თის მა­რი­ო­ნე­ტი",- წერს კო­კო­ი­თი "ტე­ლეგ­რა­მის" არხზე. გააგრძელეთ კითხვა