"თუ მამაც პოლიტიკოსს ეძებთ, მას საქართველოში იპოვით! - ის ნამდვილი გმირია" - რას წერს მიხაილ როთი?
თუ მამაც პოლიტიკოსს ეძებთ, მას საქართველოში იპოვით, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი პლატფორმა X-ზე წერს, სადაც საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.
„თუ მამაც პოლიტიკოსს ეძებთ, მას საქართველოში იპოვით! ქალბატონო პრეზიდენტო, მადლობა სიღრმისეული საუბრისთვის. სალომე ზურაბიშვილი ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის გარანტია. ის ნამდვილი გმირია!“, - წერს მიხაილ როთი.