რას ამბობს მერაბ დვალიშვილის მამა შვილის ჩაშლილ ქორწილზე, ჩემპიონის უცნობ ძმებსა და საჩემპიონო ბრძოლის ემოციებზე - კვირის პალიტრა

რას ამბობს მერაბ დვალიშვილის მამა შვილის ჩაშლილ ქორწილზე, ჩემპიონის უცნობ ძმებსა და საჩემპიონო ბრძოლის ემოციებზე

მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­მა MMA-ის მებ­რძო­ლის სა­ჩემ­პი­ო­ნო ქა­მა­რი 14 სექ­ტემ­ბერს ჩა­ი­ბა­რა. ლას ვე­გას­ში UFC 306-ზე სა­ჩემ­პი­ო­ნო ბრძო­ლა­ში ქარ­თველ­მა მებ­რძოლ­მა მოქ­მე­დი ჩემ­პი­ო­ნი შონ ო'მალი და­ა­მარ­ცხა და სუ­პერმ­სუ­ბუ­ქი წო­ნით კა­ტე­გო­რი­ის ჩემ­პი­ო­ნი გახ­და.

ქარ­თვე­ლი ჩემ­პი­ო­ნის მამა, ამი­რან დვა­ლიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ შვი­ლი ჯერ კი­დევ ბავ­შვო­ბი­დან შრო­მობ­და წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად, ახლა კი დროა, რომ ქამ­რის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ, ოჯა­ხის შექ­მნა­ზეც იფიქ­როს:- მე­რა­ბის ჩხუ­ბის ყუ­რე­ბა ძა­ლი­ან ძნე­ლი იყო, მაგ­რამ რა ვქნა აბა, სხვა გზა არ მაქვს, თქვენც და მთელ სა­ქარ­თვე­ლო­საც გა­მო­გაც­დე­ვი­ნოს მსგავ­სი სი­ხა­რუ­ლი. ჩემი მე­უღ­ლე არ უყუ­რებს შვი­ლის ჩხუბს, სულ ემო­ცი­ებ­შია, როცა დას­რულ­დე­ბა, შემ­დეგ უყუ­რებს ხოლ­მე. ჩემი შვი­ლი ყო­ველ­თვის მებ­რძო­ლი იყო, სულ ვარ­ჯი­შობ­და, რა­ღა­ცებს იგო­ნებ­და, თავ­და­უ­ზო­გა­ვად შრო­მობ­და.

- მე­რა­ბის გარ­და სხვა შვი­ლე­ბიც თუ გყავთ, ისი­ნი რას საქ­მი­ა­ნო­ბენ?

- სამი დედ­მა­მიშ­ვი­ლი არი­ან. ერთი ამე­რი­კა­შია, მუ­შა­ობს იქ, ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო მფრი­ნა­ვია. მე­ო­რე აქ მუ­შა­ობს.

- რა ხდე­ბა მე­რა­ბის მო­რი­გი ბრძო­ლის დროს, რო­გორ ემ­ზა­დე­ბით ხოლ­მე სა­ნა­ხა­ვად?

- ყვე­ლა ვიკ­რი­ბე­ბით მე­ზობ­ლე­ბი, დიდი ქე­ი­ფი გვაქვს ხოლ­მე.

- რამ­დე­ნად ხში­რად ახერ­ხებს თქვე­ნი შვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას?

- როცა შე­უძ­ლია სულ ჩა­მო­დის და აუ­ცი­ლებ­ლად, თა­ვის სო­ფელ­ში. ახლა ძა­ლი­ან კარგ ხა­სი­ათ­ზეა, თვის ბო­ლოს ალ­ბათ ჩა­მო­ვა და მოგ­ვი­ნა­ხუ­ლებს.

- მე­რაბ­მა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ქარ­თველ გო­გო­ნა­ზე ვა­პი­რებ­დი და­ქორ­წი­ნე­ბას, თუმ­ცა არ შედ­გაო. ალ­ბათ, რო­გორც ხში­რად ქარ­თვე­ლი მშობ­ლე­ბი, თქვენც ეუბ­ნე­ბით შვილს, რომ "ცოლი მო­იყ­ვა­ნოს..."

- რა თქმა უნდა, მაგ­რამ მა­შინ არ ეცა­ლა მე­რაბს. ხელი შე­ეშ­ლე­ბო­და, სხვა მი­ზა­ნი ჰქონ­და. ქა­მა­რი უნდა მი­ე­ღო. ახლა უკვე ეკუთ­ვნის ქალი (იცი­ნის...)

გააგრძელეთ კითხვა