"ჰელსინკის კომისია“ - ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც მათ კანონებს იცავს და მათ თავისუფლებებს სცემს პატივს - სანქციები ქართველებთან ამერიკელების სოლიდარობის დემონსტრირებაა" - კვირის პალიტრა

"ჰელსინკის კომისია“ - ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც მათ კანონებს იცავს და მათ თავისუფლებებს სცემს პატივს - სანქციები ქართველებთან ამერიკელების სოლიდარობის დემონსტრირებაა"

ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც მათ კანონებს იცავს და მათ თავისუფლებებს სცემს პატივს, - ამის შესახებ განცხადებაში აშშ-ის ჰელსინკის კომისია “ტვიტერის” პირად გვერდზე ავრცელებს.

“ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც მათ კანონებს იცავს და მათ თავისუფლებებს სცემს პატივს. ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფა ქვეყნის საკუთარ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების გუშინდელი სანქციები ქართველებთან ამერიკელების სოლიდარობის დემონსტრირებაა. საქართველოს ხალხს საშუალება უნდა ჰქონდეთ მშვიდობიანად შეკრების უფლება გამოიყენონ საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლისთვის საფრთხის გარეშე,” - ნათქვამია განცხადებაში.

IPN