უკრაინულ-პოლონური სკანდალი და საპროტესტო ნოტა - რატომ დააკავეს უკრაინელი ლეგენდა კრაკოვის აეროპორტში?! - კვირის პალიტრა

უკრაინულ-პოლონური სკანდალი და საპროტესტო ნოტა - რატომ დააკავეს უკრაინელი ლეგენდა კრაკოვის აეროპორტში?!

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ მოკრივე ოლექსანდრ უსიკის წინააღმდეგ ქმედებებს არაპროპორციულად და მიუღებლად მიიჩნევენ და პოლონურ მხარეს შესაბამის ნოტას გაუგზავნიან.

„ჩვენმა გენერალურმა კონსულმა მითხრა დეტალები, მიგვაჩნია, რომ ჩვენს ჩემპიონთან მიმართებაში მსგავსი ქმედებები არაპროპორციულად და მიუღებელია და პოლონურ მხარეს შესაბამის ნოტას გავუგზავნით“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, კრაკოვის აეროპორტში უსიკის დაკავებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინა და მის გათავისუფლებაში წვლილი შეიტანა.

შეგახსენებთ, უკრაინელი მოკრივე, მსოფლიო ჩემპიონი ალექსანდრ უსიკი პოლიციამ კრაკოვის აეროპორტში 17 სექტემბერს საღამოს დააკავა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეფონით ესაუბრა უსიკს და განაცხადა, რომ ის გაათავისუფლეს. უსიკის თქმით, კრაკოვის აეროპორტში, სადაც ის დააკავეს, გაუგებრობა მოხდა და მადლობა გადაუხადა უკრაინელ დიპლომატებს მხარდაჭერისთვის.

"ინტერპრესნიუსი"