8-წლიანი მოლოდინის შემდეგ თურქი ვარსკვლავი ორსულადაა - ნესლიჰანმა პირდაპირ ეთერში მოაწყო სქესის გაგების ცერემონია (ვიდეო)
სლავურ-კავკასიური წარმომავლობის ვარსკვლავს, 32 წლის ნესლიჰან ათაგიულს სერიალების მოყვარულები დიდი ხანია იცნობენ. ცოტა ხნის წინ გაამხილეს მან და მისმა ქმარმა - კადირ დოგულუმ, რომ შვილს ელოდებიან. ახლა კი, იტალიურ გადაცემაში სტუმრად მყოფმა იქვე მოაწყო სქესის გაგების ორიგინალური შოუ და ყველამ შეიტყო, რომ წყვილი ვაჟს ელოდება.
მას მერე, რაც წყვილი დაქორწინდა (2016 წელს), არაერთხელ ჰქონდათ შვილის ყოლის მცდელობა. შემდეგ ნესლიჰანმა ხელოვნური განაყოფიერების პროცედურა ჩაიტარა რამდენჯერმე, უშედეგოდ. თუმცა ამჯერად, მათი მოლოდინი გამართლდა და ნესლიჰანი ორსულად არის.
როგორც თავად ამბობს, სიურპრიზის მოწყობა უნდოდა ქმრისთვის, თუმცა შემდეგ უბრალოდ ძილის წინ ამცნო ეს მნიშვნელოვანი ამბავი. ამის მერე დიდხანს ვერ დაიძინეს და 15 წუთზე მეტი ბედნიერებისგან იცინოდნენ. გააგრძელეთ კითხვა