"ვინც მტერს ბოდიშს მოუხდის, მტერივით მოეკითხება!" - 19 სექტემბერს პარლამენტთან აქცია გაიმართება - კვირის პალიტრა

"ვინც მტერს ბოდიშს მოუხდის, მტერივით მოეკითხება!" - 19 სექტემბერს პარლამენტთან აქცია გაიმართება

ორგანიზაცია "დაფიონმა" 19 სექტემბერს, 19:00 საათზე, პარლამენტთან აქცია დააანონსა.

"საქართველო ბოდიშს არ მოიხდის!

ვეტერანებო, მამების თაობავ, ჩვენ, ახალგაზრდები, გელოდებით... დავდგეთ ერთად და გავცეთ პასუხი ამ სამარცხვინო განცხადებაზე, რაც კოლაბორანტმა ოლიგარქმა გააჟღერა.

"მას, ვინც მტერს ბოდიშს მოუხდის,მტერივით მოეკითხება!"

19 სექტემბერს, 19:00-დან, გელოდებით ყველას პარლამენტთან.

დავიცვათ ჩვენი ერის ღირსება!"