გახდა თუ არა ფეისბუქზე დადებული "სთორი" მკვლელობის მიზეზი? - პოლიცია ბრალდებულს ყველგან ეძებს
ტრანსგენდერი ქალის, მოდელ კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
არსებული ინფორმაციით, ტრანსგენდერ ქალს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ამ დორისთვის პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული კესარიას მეგობარი მამაკაცია.
სამართალდამცავები ბ.ჯ.-ს ყველგან ეძებენ.
არსებული ინფორმაციით, ეს სწორედ ის პიროვნებაა, ვისთან ერთადაც რამდენიმე საათის წინ კესარიამ ფოტო გამოაქვეყნა. ბ.ჯ სენაკიდანაა და ცნობილია, რომ ერთ-ერთ ბარის დაცვის თანამშრომელია.
"ამბობენ, რომ სწორედ ეს "სთორი" შეიძლებოდა გამხდარიყო მკვლელობის მიზეზი" , - ამბობს წყარო.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
ასევე წაიკითხეთ -
ბოლოს რომ მომივარდა სახლში, მეზობელმა გადამარჩინა" - რას წერდა აპრილში კესარია აბრამიძე?