მოკლული კესარია აბრამიძის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს
ტრანსგენდერი ქალის, მოდელ კესარია აბრამიძის ცხედარი ექპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
არსებული ინფორმაციით, ტრანსგენდერ ქალს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
"აუცილებლად იქნება დასჯილი დამნაშავე", - ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ მედიას კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.
„ვმუშაობთ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, პოლიცია მუშაობს. აუცილებლად იქნება დასჯილი დამნაშავე“, - განაცხადა კუპატაძემ.
კითხვაზე, იცის თუ არა პოლიციამ სავარაუდო დამნაშავის ვინაობა, კუპატაძემ უპასუხა, რომ „რა თქმა უნდა“.
„ჩვენ ყოველთვის ყველაფერი ვიცით“.
ტრანსგენდერი ქალი, მოდელი კესარია აბრამიძე თბილისში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში დღეს მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
IPN