“ქარ­თუ­ლი კოშ­მა­რის” პარ­ტი­ას მო­ვუ­წო­დებ, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­იწ­ვი­ონ სა­მარ­ცხვი­ნო კა­ნო­ნი" - რას წერს როთი კესარიაზე? - კვირის პალიტრა

“ქარ­თუ­ლი კოშ­მა­რის” პარ­ტი­ას მო­ვუ­წო­დებ, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­იწ­ვი­ონ სა­მარ­ცხვი­ნო კა­ნო­ნი" - რას წერს როთი კესარიაზე?

"მმარ­თველ “ქარ­თუ­ლი კოშ­მა­რის” პარ­ტი­ას მო­ვუ­წო­დებ, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­იწ­ვი­ონ სა­მარ­ცხვი­ნო კა­ნო­ნი", - ამის შე­სა­ხებ გერ­მა­ნი­ის პარ­ლა­მენ­ტის (ბუ­დეს­ტა­გის) სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, მი­ხა­ილ როთი “ტვი­ტე­რის” პი­რად გვერ­დზე წერს.

ის ეხ­მა­უ­რე­ბა თბი­ლის­ში, ტრანსგენ­დერ კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის მკვლე­ლო­ბას.

“ისი­ნი, ვინც სი­ძულ­ვილს თე­სა­ვენ, ძა­ლა­დო­ბას მო­იმ­კი­ან.

კე­სა­რია აბ­რა­მი­ძე მოკ­ლეს. სულ რა­ღაც ერთი დღის შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა ანტი-LGBT კა­ნო­ნი მი­ი­ღო.

ღრმად შო­კი­რე­ბუ­ლი ვარ და მმარ­თველ “ქარ­თუ­ლი კოშ­მა­რის” პარ­ტი­ას მო­ვუ­წო­დებ, და­უ­ყო­ნებ­ლივ გა­იწ­ვი­ონ სა­მარ­ცხვი­ნო კა­ნო­ნი”, - წერს გერ­მა­ნი­ის პარ­ლა­მენ­ტის (ბუ­დეს­ტა­გის) სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, მი­ხა­ილ როთი “ტვი­ტე­რის” პი­რად გვერ­დზე.

კე­სა­რია აბ­რა­მი­ძე თბი­ლის­ში, სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში მოკ­ლეს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.