კამერის ჩანაწერები კესარია აბრამიძის სახლთან - რა მოხდა 14 წუთში?!
თბილისში ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ტრანსგენდერ ქალს სასიკვდილო ჭრილობები ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
არსებული ინფორმაციით, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 26 წლის ბ.ჯ დაკავებულია.
მედიასაშუალებების ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული კესარიას სახლს მისვლიდან 14 წუთში ტოვებს.
ვრცელდება კესარიას სახლთან დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერი - კადრებით ირკვევა, რომ ბრალდებული კესარიას ბინაში მისვლიდან 14 წუთში წავიდა.
ვიდეო: "tv პირველი"