"ბექა დაცვაში მუშაობდა, თბილისში 10 წელია ცხოვრობენ" - რას ამბობს კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ბებია?
თბილისში ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ტრანსგენდერ ქალს სასიკვდილო ჭრილობები ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
არსებული ინფორმაციით, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 26 წლის ბ.ჯ დაკავებულია.
დაკავებულის ბებია, რომელიც სენაკში ცხოვრობს, ამბობს, რომ მისი შვილიშვილი ოჯახთან ერთად თბილისში 10 წელია ცხოვრობს და არაფერი იცის, ყველაფერი მედიის საშუალებით გაიგო.
ვიდეო: "მთავარი არხი"