"რომ შევურიგდე, აუცილებლად მომკლავს..." - რა ისტორიას იხსენებს მაია ასათიანი კესარია აბრამიძის შესახებ
არქივი, პოსტი გამოქვეყნებულია 2024-09-19
ტელეწამყვანი მაია ასათიანი ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა და სოციალურ ქსელშ ვიდეო გამოაქვეყნა. როგორც ჟურნალისტი ამბობს, კესარიას რამდენიმე თვის წინ ჰქონდა დაჟეჟილობა და ტვინის შერყევა:
"ახლა ვნახე ჩვენი ბოლო მიმოწერა და სიტყვა-სიტყვით ასეთი მესიჯია: "არა, რას ამბობ, რომ შევურიგდე, აუცილებლად მომკლავს..."