"ჯაიანის თქმით, კესარია აბრამიძე მას ცოლად მოყვანას სთხოვდა... ვნახე გამოქვეყნებული ფოტოები და წყობიდან გამოვედიო...“ - რას უყვება ambebi.ge - ს წყარო პოლიციიდან
ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ბრალდებული სამართალდამცავებმა იმ დროს აიყვანეს, როცა ის ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.
ბექა ჯაიანს ბრალს ოფიციალურად ხვალ წაუყენებენ, რის შემდეგაც სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა 27 წლის ბექა ჯაიანი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ბექა ჯაიანი ერთ-ერთი ღამის კლუბის თანამშრომელია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ბექა ჯაიანი წინასწარი მოთავსების იზოლატორშია მოთავსებული.
როგორც ambebi.ge-სთვის ხდება ცნობილი, ჯაიანმა აღიარა დანაშაული და მკვლელობის მოტივად შანტაჟი დაასახელა.
სანდო წყაროს ინფორმაციით, "ჯაიანი ამტკიცებს, რომ მას მკვლელობა წინასწარ განზრახული არ ჰქონია"გააგრძელეთ კითხვა