"ვიცნობდი საკმაოდ ახლოს... სულ ჩამესმის მისი სიტყვები, როცა პირველად მნახა - "მე გავბედავ და ხელს ჩამოგართმევთ, ვიცი სხვებს არ ჰგავხართ" - რას წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი კესარია აბრამიძეზე?
თბილისში, ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლეს. ტრაგედიას სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის მალხაზ მაჩალიკაშვილი:
"არის ორი დიდი გაუსაძლისი ტკივილი. ეს ორივე დიდი ტკივილი კი შენი ახლობელი ადამიანის დაკარგვას უკავშირდება. ამ დიდ ტკივილშიც არის ისევ დიდი სხვაობა. არის ადამიანი, რომელიც თავისი სიკვდილით კვდება და გტკივა გაუსაძლისად. არის ტკივილი, ვინმე მხეცი მოგიკლავს ახლობელს თუ ოჯახის წევრს.
როცა სრულიად არ ელოდები, მსგავსი უბედურება დაგატყდება თავს.
ეს ტკივილი ბევრად უფრო დიდი ტკივილია, ვიდრე ის ტკივილი, რომელიც აღვნიშნე.
ადამიანი მხეცია და მხეცზე უარესი. როგორ შეიძლება ასეთ მშვენიერებას ასე უმოწყალოდ მოექცე?! ამაყობდე შენში, რომ მისნაირ მშვენიერ არსებასთან კონტაქტობ და ამავდროულად, გრცხვენოდეს შენი საქციელისა.
ძალიან მტკივა ყველა სისხლის წვეთი, რომელიც სხვისი ხელით მხეცურად დაიღვარა, იღვრება და დაიღვრება.
სისასტიკეა, როცა შენ ფიქრობ სახელმწიფო გიცავს, მაგრამ მას შენთვის არ სცალია და ჰკიდიხარ. ამ გოგონას ვიცნობდი საკმაოდ ახლოს, რაც ეს ამბავი გავიგე, სულ ჩამესმის მისი სიტყვები, როცა პირველად მნახა. - "მე გავბედავ და ხელს ჩამოგართმევთ, ვიცი სხვებს არ ჰგავხართ".
ან რატომ არ უნდა გაებედა ჩემამდე მოსვლა, ისიც, მეც, შენც ხომ ყველა ერთი ღმერთის შექმნილი ვართ?! ღმერთმა თავად ხომ ყველაზე კარგად იცის, ვის ქმნის და რატომ ქმნის.
მე ამ დიდი მწუხარების მოზიარე ვარ", - წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი.