"მეგონა, ამ არასწორს მოლოცვა უნდოდა, მაგრამ..." - რას აცხადებს მერაბ დვალიშვილი მის სავარაუდო მომდევნო მეტოქეზე?
UFC-ის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, რომელშიც ჩანს, რომ ამავე დივიზიონის მებრძოლი უმარ ნურმაგომედოვი მერაბისთვის მისალოცადაა მისული.
"ეს იყო პიტერიანის ბრძოლის შემდეგ. მეგონა, ამ არასწორს მოლოცვა უნდოდა, მაგრამ შემდეგ გაირკვა, ჩემი ბრძოლაში გამოწვევა უნდოდა. ასეც მოხდა, მეორე დღეს UFC ამ ბრძოლაზე კონტრაქტი გამომიგზავნა და ფაქტობრივად, მიჩალიჩებდა ყველა. რადგან 2 თვეში ისევ უნდა მებრძოლა ურეიტინგო ძლიერ მებრძოლთან, მაშინ, როცა ვერც დასვენებას მოვასწრებდი და ვერც მომზადებას ახალი ბრძოლისთვის. გააგრძელეთ კითხვა