"ბექა ეჭვიანობდა თით­ქმის ყვე­ლა­ზე და ყვე­ლა­ფერ­ზე. გამუდმებით ურეკავდა" - რას ჰყვება მეგობარი კესარიასა და მის ბოიფრენდზე? - კვირის პალიტრა

"ბექა ეჭვიანობდა თით­ქმის ყვე­ლა­ზე და ყვე­ლა­ფერ­ზე. გამუდმებით ურეკავდა" - რას ჰყვება მეგობარი კესარიასა და მის ბოიფრენდზე?

გუ­შინ, ღა­მით, დიდ დი­ღომ­ში, ავ­თან­დი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში სას­ტი­კად მოკ­ლეს ტრანსგენ­დე­რი ქალი, მო­დე­ლი კე­სა­რია აბ­რა­მი­ძე. მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბექა ჯა­ი­ა­ნი უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია. კე­სა­რი­ას მე­გო­ბა­რი ვა­ნი­კო კა­რე­ლი­ძე ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ ჯა­ი­ანს პი­რა­დად იც­ნობ­და. ტოქ­სი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის გამო, წყვი­ლი ხში­რად შორ­დე­ბო­და ერ­თმა­ნეთს, თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ, მა­ინც რიგ­დე­ბოდ­ნენ.

რა მოხ­და ავ­თან­დი­ლის ქუ­ჩა­ზე, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში და რა უძღვო­და მკვლე­ლო­ბას წინ, დე­ტა­ლებ­ზე მოკ­ლუ­ლის მე­გო­ბა­რი გვე­სა­უბ­რე­ბა.

- რო­გორ გა­ი­გეთ მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ, ბო­ლოს რო­დის ესა­უბ­რეთ კე­სა­რი­ას?

- ჩვენ ძა­ლი­ან ახლო მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით, ყო­ველ­დღე ვსა­უბ­რობ­დით, დღე­ში ოთხჯერ-ხუთ­ჯე­რაც კი. იმ დი­ლა­საც რა­ღაც გა­მო­მიგ­ზავ­ნა, მომ­ხდარს არ შე­ე­ხე­ბო­და. შემ­დეგ მთე­ლი დღე აღარ შემ­ხმი­ა­ნე­ბია. სა­ღა­მოს, ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად, ვი­ცო­დი, რომ და­შო­რე­ბუ­ლი იყო მას­თან, მაგ­რამ არ და­ვუ­რე­კე, ვი­ფიქ­რე, რომ მარ­ტო არ იქ­ნე­ბო­და.

- არ გა­გიკ­ვირ­დათ, ეს ხომ პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო ფოტო იყო ბექა ჯა­ი­ან­თან ერ­თად?

- დიახ, პირ­ვე­ლად გა­მო­აქ­ვეყ­ნა, ვი­ფიქ­რე, რომ შე­რიგ­დნენ და მან და­ა­დე­ბი­ნა. ორი წელი ერ­თად იყ­ვნენ. ორი კვი­რის წინ ჩვენ სამ­ნი ერ­თად ვი­ყა­ვით აუზ­ზე, ვიდ­რე და­შორ­დე­ბოდ­ნენ.

გააგრძელეთ კითხვა