"ბექა თავის წრეში მალავდა ამ ურთიერთობას, "უტყდებოდა". კე­სოს ფუ­ლი­თაც სარ­გებ­ლობ­და... გამწარებულს დანაც უყიდია პროდუქტებთან ერთად" - კვირის პალიტრა

"ბექა თავის წრეში მალავდა ამ ურთიერთობას, "უტყდებოდა". კე­სოს ფუ­ლი­თაც სარ­გებ­ლობ­და... გამწარებულს დანაც უყიდია პროდუქტებთან ერთად"

ტრანსგენ­დე­რი ქა­ლის, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 27 წლის ბექა ჯა­ი­ა­ნი ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ა­კა­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა იმ დროს აიყ­ვა­ნეს, როცა ის ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბას ცდი­ლობ­და.

ბექა ჯა­ი­ანს ბრალს ოფი­ცი­ა­ლუ­რად ხვალ წა­უ­ყე­ნე­ბენ, რის შემ­დე­გაც სა­სა­მარ­თლო მის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე იმ­სჯე­ლებს. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე არ­სე­ბუ­ლი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბი­დან ამო­ღე­ბულ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებ­ში ჩანს, თუ რო­გორ მი­დის ბრალ­დე­ბუ­ლი კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­თან და­ახ­ლო­ე­ბით 19:00 სა­ათ­ზე და და­ახ­ლო­ე­ბით, 15 წუთ­ში რო­გორ ტო­ვებს სა­დარ­ბა­ზოს.

მოკ­ლუ­ლის მე­ზობ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მათ ყვი­რი­ლის ხმა გა­ი­გეს, აბ­რა­მი­ძის სახ­ლთან მი­სულ­მა ერთ-ერ­თმა მე­ზო­ბელ­მა კი ახალ­გაზ­რდა ქალი მოკ­ლუ­ლი იპო­ვა. მას 50-მდე ჭრი­ლო­ბა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. მე­ზობ­ლე­ბის გან­მარ­ტე­ბით­ვე, აღ­ნიშ­ნულ მა­მა­კაცს ისი­ნი ხში­რად ხე­დავ­დნენ. მა­თი­ვე ცნო­ბით, აბ­რა­მი­ძეს ბექა ჯა­ი­ა­ნის მხრი­დან მუ­ქა­რა­ზეც არა­ერ­თხელ უსა­უბ­რია.

ცნო­ბის­თვის, 37 წლის ტრანსგენ­დე­რი ქა­ლის, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 27 წლის ბექა ჯა­ი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბექა ჯა­ი­ა­ნი ერთ-ერთი ღა­მის კლუ­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლია. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის „თ“ და „მ“ პუნ­ქტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გენ­დე­რის ნიშ­ნით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

რო­გორც AMBEBI.GE-სთვის ხდე­ბა ცნო­ბი­ლი, ბექა ჯა­ი­ა­ნი მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვად შან­ტაჟს ასა­ხე­ლებს.სან­დო წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ჯა­ი­ა­ნი ამ­ბობს, რომ მას მკვლე­ლო­ბა წი­ნას­წარ გან­ზრა­ხუ­ლი არ ჰქო­ნია. მისი თქმით, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძე მას ცო­ლად მოყ­ვა­ნას სთხოვ­და, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ფო­ტო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბით აშან­ტა­ჟებ­და. მკვლე­ლო­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძემ მარ­თლაც დადო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მის ბო­იფ­რენდთან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო. აბ­რა­მი­ძეს­თან ასულ ჯა­ი­ანს ფო­ტო­ე­ბი რომ უნა­ხავს, წყო­ბი­დან გა­მო­სუ­ლა“.

AMBEBI.GE-ს წყა­რო ჯა­ი­ა­ნის გა­რე­მოც­ვი­დან უამ­ბობს:

"ბექა და კე­სა­რია ერ­თა­დაც ცხოვ­რობ­დნენ, ბექა მას­თან სახ­ლში რჩე­ბო­და ხოლ­მე, კე­სოს ფუ­ლი­თაც სარ­გებ­ლობ­და. ვი­ცო­დით, რომ მისი პარტნი­ო­რი იყო. გააგრძელეთ კითხვა