"ბექა თავის წრეში მალავდა ამ ურთიერთობას, "უტყდებოდა". კესოს ფულითაც სარგებლობდა... გამწარებულს დანაც უყიდია პროდუქტებთან ერთად"
ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული 27 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ბრალდებული სამართალდამცავებმა იმ დროს აიყვანეს, როცა ის ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.
ბექა ჯაიანს ბრალს ოფიციალურად ხვალ წაუყენებენ, რის შემდეგაც სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. შემთხვევის ადგილზე არსებული სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, თუ როგორ მიდის ბრალდებული კესარია აბრამიძის საცხოვრებელ კორპუსთან დაახლოებით 19:00 საათზე და დაახლოებით, 15 წუთში როგორ ტოვებს სადარბაზოს.
მოკლულის მეზობლების განცხადებით, მათ ყვირილის ხმა გაიგეს, აბრამიძის სახლთან მისულმა ერთ-ერთმა მეზობელმა კი ახალგაზრდა ქალი მოკლული იპოვა. მას 50-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული. მეზობლების განმარტებითვე, აღნიშნულ მამაკაცს ისინი ხშირად ხედავდნენ. მათივე ცნობით, აბრამიძეს ბექა ჯაიანის მხრიდან მუქარაზეც არაერთხელ უსაუბრია.
ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა 27 წლის ბექა ჯაიანი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ბექა ჯაიანი ერთ-ერთი ღამის კლუბის თანამშრომელია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
როგორც AMBEBI.GE-სთვის ხდება ცნობილი, ბექა ჯაიანი მკვლელობის მოტივად შანტაჟს ასახელებს.სანდო წყაროს ინფორმაციით, "ჯაიანი ამბობს, რომ მას მკვლელობა წინასწარ განზრახული არ ჰქონია. მისი თქმით, კესარია აბრამიძე მას ცოლად მოყვანას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფოტოების გავრცელებით აშანტაჟებდა. მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, კესარია აბრამიძემ მართლაც დადო სოციალურ ქსელში მის ბოიფრენდთან ერთად გადაღებული ფოტო. აბრამიძესთან ასულ ჯაიანს ფოტოები რომ უნახავს, წყობიდან გამოსულა“.
AMBEBI.GE-ს წყარო ჯაიანის გარემოცვიდან უამბობს:
"ბექა და კესარია ერთადაც ცხოვრობდნენ, ბექა მასთან სახლში რჩებოდა ხოლმე, კესოს ფულითაც სარგებლობდა. ვიცოდით, რომ მისი პარტნიორი იყო. გააგრძელეთ კითხვა