"მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე კესარია სახლიდან გამოდის" - სათვალთვალო კამერის ახალი კადრები - კვირის პალიტრა

"მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე კესარია სახლიდან გამოდის" - სათვალთვალო კამერის ახალი კადრები

მედიაში გავრცელდა სათვალთვალო კამერების კიდევ ერთი ჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ კესარია აბრამიძე 18:49-ზე 2 წუთით სახლიდან გავიდა და დაბრუნდა. ბექა ჯაიანი 18:53 წუთზე ტაქსით მოდის, მაღაზიაში შედის, შემდეგ კი - კესარიას სადარბაზოში და 18:56-ზე ლიფტით ადის. 19:09 საათზე კი ის უკვე კიბეზე ჩამორბის.

შეგახსენებთ, რომ თბილისში ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ტრანსგენდერ ქალს სასიკვდილო ჭრილობები ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

არსებული ინფორმაციით, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 26 წლის ბექა ჯაიანი დაკავებულია.

წყარო