"ყირიმის გაერო-ს მანდატის ქვეშ გადაცემის საკითხის დაყენება აბსურდია" - რამ აღაშფოთა დიმიტრი პესკოვი?! - კვირის პალიტრა

"ყირიმის გაერო-ს მანდატის ქვეშ გადაცემის საკითხის დაყენება აბსურდია" - რამ აღაშფოთა დიმიტრი პესკოვი?!

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის რეგიონები არ შეიძლება იყოს განხილვის საგანი და ყირიმის გაერო-ს მანდატის ქვეშ გადაცემის საკითხის დაყენება აბსურდია.

„ვფიქრობთ, რომ ამ საკითხის დაყენება საკმაოდ აბსურდია. რუსეთის ტერიტორია და რუსეთის რეგიონები არ შეიძლება იყოს რაიმე განხილვის, ან ვინმესთვის გადაცემის საგანი“, - აღნიშნა პესკოვმა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი რეფერენდუმის მომზადების მიზნით ყირიმის გაერო-ს მანდატის ქვეშ გადაცემის ინიციატივით გამოვიდა.

სიკორსკის ამ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არასოდეს ყოფილა და არც იქნება განხილვის ან კომპრომისის საგანი.

„ყირიმი უკრაინაა, წერტილი!“- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"