"რომ შეიძლებოდეს, სახლშიც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით ვივლიდი" - ქართველი მოდელის წარმატება ესპანეთში - კვირის პალიტრა

"რომ შეიძლებოდეს, სახლშიც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით ვივლიდი" - ქართველი მოდელის წარმატება ესპანეთში

20 წლის მარიამ მირიანაშვილმა ახლახან ეპანეთში, სამოდელო კონკურსზე - Best Model of Universe მეორე ადგილი დაიკავა. წელს მარიამისთვის ეს პირველი წარმატება არ გახლავთ: ზაფხულის დასაწყისში, ალბანეთში, Miss Summer World-ზე "ტოპ სამეულში" მოხვდა... გოგონა უკვე მორიგი კონკურსისთვის ემზადება, რომელიც ჩინეთში გაიმართება...

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

"სილამაზის კონკურსზე უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ კონკურსანტის კანის სტრუქტურას, სახის ნაკვთებს, სახის პროპორცულობას, პოდიუმზე სიარულის მანერას... სამოდელო კონკურსის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, მოდელს ჰქონდეს ნავარჯიშევი ტანი, სწორი ფეხები და ა. შ. სახის ნაკვთებს ყურადღებას ნაკლებად აქცევენ..."

"საერთოდ, ყველა კონკურსზე დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რა თქმა უნდა. როცა ჩემი ქვეყნის სახელით ვმონაწილეობ, მინდა, რომ ყველაფერი იდეალურად იყოს. კონკურსამდე "დეტოქს პროგრამაზე" ვიყავი - მსურდა, ორგანიზმი ზედმეტი ცხიმისგან გამომეშრო, თუმცა საერთოდ, კონკურსზე ჩასვლის წამიდან ყველაფერი სხვაგვარად ხდება ხოლმე - იქ სხვა ჰაერს ეჩვევი და შეიძლება, მოსამზადებელი პერიოდი ისე ვეღარ გააგრძელო, როგორც აგრძელებდი, თუმცა ყოველთვის ვცდილობ, კონკურსის ფინალურ საღამოზე მაქსიმალურად კარგ ფორმაში ვიყო..."

d6567864-abef-4466-a2f8-d649cacbe954-1726879138.jpeg

"იქ იმყოფებოდნენ ბიზნესმენები, პოპულარული ადამიანები... საერთოდ, ასეთი კონკურსები ერთმანეთის გაცნობის, დამეგობრების, მხარდაჭეერის საშუალებას გვაძლევს. გარდა იმისა, რომ ესპანეთში შთამბეჭდავი, დასამახსოვრებელი პერიოდი გავატარე, ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი, რომელსაც სამომავლოდ, შესაძლოა, საქმიანი უთიერთობითაც დავუკავშირდე... ყოველთვის მინდა, ჩემს თავს დავუმტკიცო, რომ უკეთესი და უკეთესი შედეგის მიღება შემიძლია. შესაძლოა, ხან სიტუაცია ჩემთვის ძალიან კარგად წარიმართოს, ხან - ნაკლებად კარგად. მაქსიმალისტი ვარ - ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაკეთებ. მეორე ადგილის გარდა, ნომინაციაში - "ხალხის რჩეული" გავიმარჯვე. ამ ნომინაციით უკვე მესამე კონკურსიდან დავბრუნდი. ჩემთვის ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან ხალხის მხარდაჭერას სწორედ ასეთ დროს ვგრძნობ... ამ კონკურსში საკუთარ თავს დავუმტკიცე, რომ უფრო და უფრო მეტი შემიძლია. არ გავჩერდები - საქართველოს კიდევ ბევრ კარგ ნომინაციას მოვუტან!.."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 19 სექტემბრის ნომერში წაიკითხავთ.

ეთო ყორღანაშვილი