"კე­სოს ძა­ლი­ან უნ­დო­და ოჯა­ხი ჰყო­ლო­და... ამბობდა, ბექას "უტყდება", რომ თავის ოჯახს ჩემზე მოუყვესო..." - რას იხსენებს ინდირა ჯგერნაია მეგობარზე? - კვირის პალიტრა

"კე­სოს ძა­ლი­ან უნ­დო­და ოჯა­ხი ჰყო­ლო­და... ამბობდა, ბექას "უტყდება", რომ თავის ოჯახს ჩემზე მოუყვესო..." - რას იხსენებს ინდირა ჯგერნაია მეგობარზე?

"ბექა ჩასახლებული იყო მასთან, ვიდეოც გამომიგზავნა ერთხელ კესომ, ბექა რომ მის სახლში ჭურჭელს რეცხავდა"

ხვალ, სას­ტი­კად მოკ­ლულ ქალს, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძეს დაკ­რძა­ლა­ვენ. გუ­შინ, მკლე­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი ბექა ჯა­ი­ა­ნის პირ­ვე­ლი სა­სა­მარ­თლო სხდო­მა გა­ი­მარ­თა. მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი, ამ ეტაპ­ზე დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს, თუმ­ცა და­კა­ვე­ბის შემ­დეგ და­ნა­შა­უ­ლის დე­ტა­ლებ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­თან ისა­უბ­რა.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყვილ ურ­თი­ერ­თო­ბა მკვლე­ლო­ბამ­დე ერთი კვი­რით ადრე შე­წყდა. ხოლო კე­სა­რია აბ­რა­მი­ძე ჯა­ი­ანს შეხ­ვედ­რა­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მათი ურ­თი­ერ­თო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტოს გა­სა­ჯა­რო­ე­ბის სა­ნაც­ვლოდ და­თან­ხმდა. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბექა ჯა­ი­ან­მა ცივი ია­რა­ღი, რომ­ლი­თაც კე­სა­რია აბ­რა­მი­ძეს 28 ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა, მკვლე­ლო­ბამ­დე სამი სა­ა­თით ადრე შე­ი­ძი­ნა. პრო­კუ­რა­ტუ­რა ჯა­ი­ანს გენ­დე­რის ნიშ­ნით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას ედა­ვე­ბა.მოკ­ლუ­ლის მე­გობ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ წყვი­ლი ხში­რად ჩხუ­ბობ­და, რად­გან ჯა­ი­ა­ნი ყვე­ლა­ზე ეჭ­ვი­ა­ნობ­და და კე­სა­რია მე­გობ­რებ­თან მი­მო­წე­რა­საც კი ვერ ბე­დავ­და, რო­დე­საც ჯა­ი­ან­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და.

ინ­დი­რა ჯგერ­ნა­ია კე­სოს მე­გო­ბა­რი იყო. მომ­ღე­რა­ლი გვიყ­ვე­ბა, რომ ერთხელ კე­სომ ვი­დეო გა­მო­უგ­ზავ­ნა, სა­დაც ჩანს, რომ მკვლე­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი მოკ­ლუ­ლის სახ­ლში ჭურ­ჭელს რე­ცხავს. დე­ტა­ლე­ბი­დან ჩანს, რომ ისი­ნი ბოლო ორი წელი ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ, რო­გორც ოჯა­ხი.

440807713-3681949752070916-7225471884292276702-n-1726903815.jpg

- ბექა ჯა­ი­ანს პი­რა­დად არ ვიც­ნობ­დი, კე­სოს­გან ვი­ცო­დი მის შე­სა­ხებ. ძა­ლი­ან შე­ზღუ­დუ­ლი იყო კესო მის გვერ­დით, ვერ სა­უბ­რობ­და ვე­რა­ფერ­ზე რო­დე­საც ეს ბიჭი მას­თან იყო სახ­ლში.

- რითი ხსნი­და კესო ამას, არ უჭირ­და ასე ცხოვ­რე­ბა?

- ასე ვი­დე­ოს გა­მო­მიგ­ზავ­ნი­და და როცა მარ­ტო დარ­ჩე­ბო­და გად­მო­მი­რე­კავ­და ხოლ­მე (ამ დროს ინ­დი­რამ ის ვი­დეო გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა, სა­დაც ჩანს, რომ ჯა­ი­ა­ნი კე­სა­რი­ას სახ­ლში ჭურ­ჭელს რე­ცხავს). კე­სოს ძა­ლი­ან უნ­დო­და ოჯა­ხი ჰყო­ლო­და, უნ­დო­და ბო­ლომ­დე ქა­ლი­ვით ეცხოვ­რა, უნ­დო­და ვინ­მე მის გვერ­დით ძლი­ე­რი ჰყო­ლო­და. ეს ბიჭი ძა­ლი­ან ეჭ­ვი­ა­ნი იყო.

460449658-3788190478113509-8482626700583758518-n-1726903815.jpg

- თქვენ­თან უთ­ქვამს ოდეს­მე რომ მას­ზე ძა­ლა­დობ­და ბექა ჯა­ი­ა­ნი, სცემ­და?

- საკ­მა­რი­სი იყო სად­მე წა­სუ­ლი­ყო კესო, სწერ­და აბა, ვო­ი­სით ხმა­მაღ­ლა მი­თხა­რი, რომ გიყ­ვარ­ვარ. აბა ვინ გყავს მანდ, ვის­თან ერ­თად ხარ. რაც შე­ე­ხე­ბა ცე­მას, ორ­ჯერ მი­თხრა და სა­ში­ნე­ლი რე­აქ­ცია მქონ­და, მას შემ­დეგ ვგრძნობ­დი, რომ სცხვე­ნო­და და აღარ მიყ­ვე­ბო­და. ეს ბიჭი პი­რი­ქით არ ანე­ბებ­და თავს. ტყუ­ი­ლია, რომ კესო აშან­ტა­ჟებ­და ან რა შან­ტა­ჟი ეგაა ქალ­მა ცო­ლო­ბა თუ მოგ­თხო­ვა 2 წლის შემ­დეგ.

screenshot-2024-09-19-165901-1726750759.png

- ინ­დი­რა, ფაქ­ტია რომ კესო ვარ­სკვლა­ვი­ვით ცხოვ­რობ­და, ყვე­ლას ეგო­ნა, რომ მისი საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცი ძა­ლი­ან მდი­და­რი იყო...

- არა, კესო გა­რეთ ბრჭყვი­ა­ლებ­და, უამ­რავ რა­მეს არ იმ­ჩნევ­და და არ აგ­რძნო­ბი­ნებ­და არა­ვის. ეს ბიჭი პი­რი­ქით, კარ­გად იყო ჩა­სახ­ლე­ბუ­ლი კე­სოს­თან და არც მდი­და­რი ყო­ფი­ლა. უბ­რა­ლოდ კესო ფუ­თავ­და, უყ­ვარ­და და ფუ­თავ­და. გააგრძელეთ კითხვა